როგორ დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ 40 წამში ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ან ფაქტი - Marao

როგორ დავიმახსოვროთ ერთხელ და სამუდამოდ 40 წამში ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ან ფაქტი

2015-12-16 12:26:05+04:00

ყველასთვის ნაცნობია შეგრძნება, როცა რაიმე, თუნდაც ახლო წარსულიდან სრულიად გივარდება თავიდან. არადა, ეს სულაც არ იყო უმნიშვნელო მოვლენა.

არსებობს ერთი მარტივი და ძალიან ეფექტური მეთოდი, რომელიც დაგვეხმარება დეტალებში დავიმახსოვროთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოვლენა ან ფაქტი.

თქვენ დაგჭირდებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი და ცოტაოდენი წარმოსახვის უნარი.

ეს მეთოდი ახლახან აღმოაჩინეს ბრიტანული უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევის შედეგად.

ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, რომელიც თავის ტვინის ტომოგრაფიის ქვეშ ტარდებოდა, მონაწილეებს სთავაზობდნენ, ენახათ მოკლე ვიდეორგოლები.

რამდენიმე ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ მონაწილეებს ეძლეოდათ 40 წამი, რათა გონებაში აღედგინათ ნანახი და მოეყოლათ.

ნანახი ისტორიების საკუთარ თავთან მოყოლის შედეგად, ექსპერიმენტის მონაწილეებს რამდენიმე კვირაში შეეძლოთ ყველაზე უმნიშვნელო დეტალებიც კი გაეხსენებინათ ვიდეორგოლებიდან. აღმოჩნდა, რომ ახლად გადახდენილი მოვლენის საკუთარ თავთან მოყოლა მის მეხსიერებაში ღრმად ჩაბეჭდვის შანსს ამაღლებს.

ექსპერიმენტის მონაწილეებმა შეძლეს იმ ვიდეორგოლების შინაარსი დაემახსოვრებინათ ზედმიწევნით, რომლებიც ნანახვისთანავე მოჰყვნენ.

მოკლედ, თუკი გსურთ, რომ ესა თუ ის მოვლენა ან ფაქტი მეხსიერებაში დიდხანს დაგრჩეთ, ნუ დაგეზარებათ და მოუყევით ის საკუთარ თავს. ამას სულ რამდენიმე წამი დასჭირდება და სამუდამოდ დაგამახსოვრდებათ მომხდარი.