ჯანსაღი სილამაზე ყოველთვის ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შედეგი როდია. ბებიების ძველი რვეულები ძალზე საინტერესო რჩევებს ინახავს.
სილამაზის რეცეპტები ბებიებისგან
1. საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაჯანსაღებლად და ნაწლავების გასაწმენდად ყოველ დილით უზმოზე მიირთვით 1 ჩ.კ. სელის მარცვალი, კარგად დაღეჭეთ და დააყოლეთ წყალი. შეგიძლიათ მარცვლები ყავის საფქვავში დაფქვათ. არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს.
2. იმისათვის, რომ წონაში არ მოიმატოთ, ყოველდღიურად მიირთვით 150 გრამი მოხარშული ჭარხალი. იგი აგრეთვე კარგია სისხლის გაწმენდისთვის.
3. ყოველდღიურად მიირთვით ერთი მუჭა თქვენთვის სასურველი ნებისმიერი თხილი. შედეგი ერთი თვის შემდეგ სახეზე აისახება. ცხიმიანი მჟავები, რომლებსაც თხილი შეიცავს, კარგად ზემოქმედებს თმაზე, კანსა და ფრჩხილებზე.
4. შეიძინეთ აფთიაქში ვიტამინი E კაფსულებში და გლიცერინი. 30 მლ გლიცერინი შეურიეთ 10 კაფსულა ვიტამინ E-ს. ძილის წინ 2 საათით ადრე წაისვით ნარევი სუფთა სახეზე.
5. მდოგვის ფხვნილის ნიღბის გამოყენების შემდეგ 1 თვეში თმის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. შეურიეთ 2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი და 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, დაამატეთ 2 ჩ.კ. შაქარი და იმავე რაოდენობის წყალი. კარგად მოურიეთ. წაისვით სველ თმაზე დაბანამდე 15 წუთით ადრე.
6. თავის ყოველი დაბანის შემდეგ თმაზე გადაივლეთ ვაშლის ძმრის ხსნარი - 1 ლიტრ წყალში შეურიეთ 1 ს.კ. ძმარი.
7. ქუსლის უხეში კანის დასარბილებლად, ყოველ საღამოს წაისვით კარაქისა და ეთერზეთის რამდენიმე წვეთის ნარევი.
8. წამწამების სილამაზეზე აბუსალათინის ზეთი იზრუნებს. ძილის წინ წაისვით წამწამებზე. მოსახერხებელია ძველი ტუშის გასუფთავებული ფუნჯით წასმა.
9. მარილის სკრაბი ტანის კანს გაგიახალგაზრდავებთ, ეფექტურია ცელულიტის საწინააღმდეგოდ. მოამზადეთ აბაზანის მიღებამდე შემდეგი რეცეპტით: შეურიეთ ქვის მარილი არაჟანს თანაბარი პროპორციებით. წყლის პროცედურების შემდეგ წაისვით სკრაბი ტანზე წრიული მოძრაობებით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
10. შეიძინეთ სილამაზისთვის ფასდაუდებელი პროდუქტი - ამარანტის ზეთი. მას შეუძლია ყველაზე ღრმა ნაოჭებსაც კი გაუმკლავდეს, გააახალგაზრდავოს და დაჭიმოს ტანისა და სახის კანი.