როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე სიყვარულისა და ბარაქის მისაზიდად - Marao

როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე სიყვარულისა და ბარაქის მისაზიდად

2015-12-20 13:21:37+04:00

ფენ შუის რჩევების გათვალისწინებით ნაძვის ხეს ორიგინალურად და რაც მთავარია, საინტერესო დატვირთვით მორთავთ.

სათამაშოები შეგიძლიათ ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ, მას გვერდზე მიუდოთ ან კომპოზიციურად გალაგოთ.

ბაყაყი და მონეტა - საუკეთესო ვარიანტია ფენ შუის სიმბოლო ბაყაყი, რომელსაც პირში მონეტა აქვს, მაგრამ თუ ასეთი არ გაქვთ, ბაყაყის ფიგურა რკინის მონეტაზე დადეთ. სასურველია, სათამაშო სიმდიდრის სექტორში - ბინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დადოთ.

ძაღლი - დაცვისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. მისი ადგილი ნაძვის ხის გვერდითაა. მთავარია, კარგად ჩანდეს.

სპილო - უნივერსალური სათამაშო-თილისმაა. მისი დადება ბინის ნებისმიერ ტერიტორიაზე შეგიძლიათ, მაგრამ გახსოვდეთ, წარმატების მომტანია ის სპილო, რომელსაც ხორთული ზემოთ აქვს მიშვერილი.

კრისტალები - იდეალურად გამოიყურება საახალწლო ნაძვის ხეზე. ფენ-შუიში იგი ნეგატიური ენერგიის ასარიდებლად გამოიყენება.

დრაკონი - სასურველია იყოს მწვანე ფერის და ბინის აღმოსავლეთ ნაწილში დადგათ. სრულად...