კვირის თითოეულ დღეს თითო პლანეტა შეესაბამება. საკვებიც დღისა და პლანეტის გათვალისწინებით უნდა მოამზადოთ. ამგვარად გააძლიერებთ ამა თუ იმ პლანეტის გავლენას თქვენს ცხოვრებაში.
მარტივად აგიხსნით, რომელ დღეს რომელი პროდუქტები უნდა მიირთვათ. კვირა - მზე, მთავარი პროდუქტი - ხორბალი. მზის ენერგიის მოსაზიდად კერძში წითელი წიწაკა და შავი პილპილი დაუმატეთ. გამოიყენეთ ჯანჯაფილი, დარიჩინი. ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ მამას, სულიერ მასწავლებელს.
ორშაბათი - მთვარე, მთავარი პროდუქტი - ბრინჯი, რძე და რძის პროდუქტები. აგრეთვე, მიირთვით ხილი და ორთქლზე მოხარშული ბოსტნეული. მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ დედას, მეგობარ გოგონას.
სამშაბათი - მარსი, მთავარი პროდუქტი - სიმინდი, ოსპი. მოიმზადეთ ლიმონის კოქტეილი. მიირთვით სტაფილო, კაკალი, ქინძი, კურკუმა. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორის თვისებები.
ოთხშაბათი - მერკური, მთავარი პროდუქტი - ლობიო. მიირთვით გვირილის ჩაი. კერძში გამოიყენეთ პიტნა და რეჰანი. იყავით კომუნიკაბელური. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა. ახალმომზადებული კერძი გაასინჯეთ ბიძას (დედის ძმას), მეგობრებსა და ნათესავებს. სრულად...