ყველაზე მარტივი, ადვილი და სასარგებლო პროცედურა ორგანიზმის ცხელი წყლით გაწმენდაა. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც სახსრების ტკივილს უჩივის. მეთოდი აღადგენს ნაღვლის ბუშტის ფუნქციას და წმენდს ღვიძლს.
გაწმენდის დროს შეიძლება მსუბუქი უსიამოვნო შეგრძნება იგრძნოთ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი სწორად რეაგირებს გაწმენდაზე და წლობით დაგროვილი ტოქსინები და წიდები ტოვებს თქვენს ორგანიზმს.
ყოველ დილით, საუზმემდე 40 წუთით ადრე (უზმოზე) პატარა ყლუპებით დალიეთ 1 ჭიქა ადუღებული წყალი. წყლის ტემპერატურა თქვენთვის კომფორტული უნდა იყოს, პირი არ უნდა დაგეწვათ.
წყლის დალევის შემდეგ სასურველია ვარჯიში, აქტიურობა, რათა წყალი მაქსიმალურად ყველა დაბინძურებულ ზონას მოედოს და გამოდევნოს იგი ორგანიზმიდან.