ქეთი თოფურიას კაბა ტუალეტის ქაღალს შეადარეს - Marao

ქეთი თოფურიას კაბა ტუალეტის ქაღალს შეადარეს

2015-12-26 13:54:26+04:00

მომღერალი და დიზაინერი ქეთი თოფურია უჩვეულო ჩაცმითა და ვარცხნილობითაა ცნობილი. თუმცა, მისმა ბოლოდროინდელმა შავ-თეთრმა კაბამ თაყვანისმცემლებში აღფრთოვანების ნაცვლად ღიმილი გამოიწვია და იგი... ტუალეტის ქაღალდს შეადარეს.

"ა-სტუდიოს" სოლისტმა თაყვანისმცემლებს თავი ძლიერი ხმის გარდა უჩვეულო სამოსითაც დაამახსოვრა. ჩვეულებრივ ცხოვრებაში 29 წლის მომღერალი ახალგაზრდა დიზაინერების სამოსს ანიჭებს უპირატესობას, სხვადასხვა ტრენდს უხამებს ერთმანეთს და იტ-გირლ-ის წოდებაზეც აქვს პრეტენზია. ასე რომ, მისი გადაწყვეტილება დიზაინერი გამხდარიყო არავის გაკვირვებია. წელს ქეთიმ საშემოდგომო კოლექცია Mercedes-Benz Fashion Week Russia-ზე წარადგინა და ფასჰიონ-ექსპერტებისგან თბილი შეფასებაც მიიღო.

თუმცა, მისი ბოლოდროინდელი შავი კაბა ვერტიკალური თეთრი დეტალით თაყვანისმცემლებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს.Instagram -ში გამოქვეყნებულ ფოტოზე ასეთი კომენტარები გაჩნდა: "ტუალეტის ქაღალდი დაიშალა". "ქეთი ვაფასებ, მაგრამ კაბა არ მომწონს, თეთრი დეტალი ტუალეტის ქაღალდთან ასოცირდება".