ცოტა ხნის წინ ახალი თურქული სერიალის, "Gecenin kralicesi" – "ღამის დედოფლის" გადაღებები დასრულდა და პრემიერაც ახლახან იყო.
სერიალში მონაწილეობენ ცნობილი და ქართველი მაყურებლისთვის ყველაზე საყვარელი თურქი მსახიობები - მერიემ უზერლი და მურატ ილდირიმი. თურქული სერიალების მოყვარულები ამ სერიალით აღტაცებულები დარჩებიან. მონატრებულ და საყვარელ მსახიობებს ერთად, ერთ სერიალში იხილავენ. მერიემი და მურატი თავად საუბრობენ სერიალის მოსალოდნელ ღირსეულ და დიდ წარმატებაზე. გარდა ამისა, სერიალს მხოლოდ ერთი სახელი - მერიემ უზერლი აქცევს მეგაჰიტად.
ყურება მარტო იმისთვის ღირს, რომ მთავარი გმირების შეცდომები ცხოვრებაში არ გაიმეოროთ. რაც შეეხება სერიალის სიუჟეტს: ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი. მოქმედება თანამედროვე ცხოვრებაში, საფრანგეთის ცნობილ კურორტ ნიცაზე ხდება (მერიემის თაყვანისმცემლები ნამდვილად გაოცდებიან). "ღამის დედოფალი" გვიამბობს პატარა პარფიუმერიის მაღაზიის პარფიუმერის - შირინის (მერიემ უზერლი) ისტორიას.
ის ეგრეთ წოდებულ ეგზოტიკურ ოჯახში დაიბადა - დედა ფრანგი ჰყავს, მამა კი - თურქი. შირინი აზიზის მიმართ ნაზ გრძნობებს განიცდის. მამაკაცი სოლიდურ ასაკშია, წარმატებული ბიზნესმენია და მისი საქმიანობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს უკავშირდება. ბოლო ინფორმაციით, აზიზის როლს მეჰმეთ ასლანგუტას ნაცვლად უგურ პოლატი შეასრულებს. აღმოჩნდა, რომ მეჰმეტი ზედმეტად მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდა როლისთვის, ამიტომ მას ადეკვატური შემცვლელი უპოვეს. გაგრძელება