2016 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დაბადების წლის მიხედვით - Marao

2016 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის დაბადების წლის მიხედვით

2016-01-06 11:25:34+04:00

პროგნოზის წასაკითხავად მოძებნეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშანი და იმ წლის სიმბოლო, რომელშიც დაიბადეთ.

ვერძი

ვირთხა - გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. გაამრავალფეროვნეთ ინტიმური ცხოვრება. გამოსადეგ ადამიანებს დაუმეგობრდებით და გაგიუმჯობესდებათ საცხოვრებელი პირობები.

ხარი - მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა. საშუალება მოგეცემათ შეიცვალოთ სამსახური, საქმიანობა.

ვეფხვი - საყვარელი ადამიანის მიმართ იყავით მეტად რომანტიკული, ახლობლების მიმართ - მზრუნველი. წელი წარმატებას, კეთილდღეობას და ბარაქას მოგიტანთ.

კურდღელი - მეტად ორგანიზებული უნდა იყოთ. მოაგვარეთ რთული პრობლემები და დატკბით ცხოვრებით. მზრუნველი უნდა იყოთ ახლობლების მიმართ, მოსალოდნელია საოჯახო ხარჯი.

დრაკონი - სწავლა, მოგზაურობა, ახალი ნაცნობობა გელით, მაგრამ ყურადღებას ნურც ოჯახს მოაკლებთ. მეტად ყურადღებიანი და გამჭრიახი იქნებით.

გველი - მოსალოდნელია სამსახურის გამოცვლა, სარფიანი ხელშეკრულებების გაფორმება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

ცხენი - ნიჭის გამოხატვის საშუალება მოგეცემათ. პრიორიტეტული სფეროა: კარიერა და ფინანსები. ფული ზომიერად ხარჯეთ.

თხა - იყავით მეტად ამბიციური და გამოავლინეთ თქვენი ნიჭი. მხოლოდ ასე მოახერხებთ წარმატების მიღწევას.

მაიმუნი - შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გამოგიჩნდებათ ახალი შესაძლებლობები. დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ.

მამალი - იყავით მიზანმიმართული და იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. საყვარელი ადამიანი ახალ წამოწყებებში დაგეხმარებათ, მაგრამ ნურც სხვებს ეტყვით უარს. გავლენიან ახლობლებს გაიჩენთ.

ძაღლი - ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა და ამოქმედდით. მოსალოდნელია საზღვარგარეთ მგზავრობა, კარგია სწავლა, ცოდნის მიღება.

ღორი - ინტერესის სფეროს გაიფართოებთ. პირად ცხოვრებაში წარმატება გელით. თუ კონკურსებში მიიღებთ მონაწილეობას, გაიმარჯვებთ.

კურო

ვირთხა - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, მოერიდეთ დაპირისპირებებს. აკონტროლეთ სიტუაცია.

ხარი - სამსახურის საქმეების გამო ოჯახს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. ერთდროულად რამდენიმე როლი უნდა მოირგოთ, არავის მოაკლოთ მზრუნველობა.

ვეფხვი - მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. სამსახურის საქმეების მიუხედავად, გამონახეთ დრო რომანტიკისთვის.

კურდღელი - ფული დაგეხარჯებათ გართობასა და ბინის მოწყობაზე. გირჩევთ, საკუთარ და შვილების განათლებას მეტი ყურადღება დაუთმოთ.

დრაკონი - რაც უფრო გაბედულად და მიზანსწრაფულად იმოქმედებთ, მით გაიმარჯვებთ. გააუმჯობესეთ საქმიანი ურთიერთობები.

გველი - მოხდება ღირებულებათა გადაფასება. დროდადრო დაისვენეთ, განმარტოვდით.

ცხენი - მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, იდეებისა და ჩანაფიქრების განხორციელებაში ახლობლები დაგეხმარებიან.

თხა - გააუმჯობესეთ ურთიერთობები. მოსალოდნელია კარიერული წინსვლა. ახლობლებს ყურადღებას ნუ მოაკლებთ.

მაიმუნი - კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შრომა მოგიწევთ. ნოემბერში სასიამოვნო ცვლილებები გელით.

მამალი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. წლის მეორე ნახევრიდან სურვილები აგისრულდებათ.

ძაღლი - შეეცადეთ საზოგადოებაში ავტორიტეტის ამაღლებას. დაისახეთ სწორი პრიორიტეტები.

ღორი - ახალ სამსახურს იშოვით. მონაწილეობა მიიღეთ უცხოერ პროექტებში. გაიფართოეთ თვალსაწიერი, იმოგზაურეთ, იფილოსოფოსეთ.

ტყუპი

ვირთხა - იყავით დისციპლინირებული, მოთმინებით აღიჭურვეთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით.

ხარი - პირად ცხოვრებაში წარმატებას რომ მიაღწიოთ, რაღაც პრინციპებზე თვალი უნდა დახუჭოთ.

ვეფხვი - მეტი პასუხისმგებლობა და დისციპლინა. რომანტიკის გამო სამსახურის საქმებს ნუ გაიფუჭებთ.

კურდღელი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან. მეტი იმოგზაურეთ. კარგი ქცევით მაგალითი გახდებით უმცროსი თაობისთვის.

დრაკონი - ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტი დრო დაუთმეთ ბინაში ჰარმონიის შექმნას.

გველი - დაუვიწყარი წელი გელით - სასიამოვნო ნაცნობობა, მოგზაურობა. თუ სწორ გათვლებს გააკეთებთ, მატერიალურად მოძლიერდებით.

ცხენი - პოტენციური საქმიანი პარტნიორების ძიება დაიწყეთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

თხა - წარმატების მისაღწევად ცვლილებებია საჭირო. დაიხმარეთ ახლობლები. "ტრანსფორმაციის" შემდეგ ლიდერად იქცევით.

მაიმუნი - კარიერის გამო პირად ცხოვრებაზე უარს ნუ იტყვით. დააბალანსეთ ეს ორი სფერო.

მამალი - ყველამ იცის, რომ ჭკვიანი ხართ, მაგრამ ნუ გასცემთ რჩევებს. საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის იბრძოლეთ.

ძაღლი - გამოასწორეთ შეცდომები. ბევრმა ფულმა არა "გაგაფუჭოთ". სარისკო მომენტებში სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

ღორი - გაითვალისწინეთ გარშემო მყოფების რჩევები და მოთხოვნები. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან.

კირჩხიბი

ვირთხა - ოჯახი, სახლი და სიყვარული, აი, წლის მთავარი საზრუნავი. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. იყავით გულისხმიერი გარშემო მყოფების მიმართ.

ხარი - ამბიციურ იდეებსაც კი განახორციელებთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება თქვენთვის საყვარელ და გავლენიან ადამიანებთან.

ვეფხვი - შვილები და შემოქმედებითი საქმიანობა თქვენს ცხოვრებას გაამრავალფეროვნებს. იყავით მეტად დისციპლინირებული.

კურდღელი - ბალანსი დაიცავით სიგიჟესა და სიბრძნეს შორის. ხან გადარეული და თავქარიანი იქნებით, ხან ბეჯითი და მოწესრიგებული.

დრაკონი - სიყვარული და გარშემო მყოფებზე ზრუნვა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებთან. მოგზაურობა და ახალი ნაცნობების გაჩენა გელით.

გველი - სამსახურის საქმეებით იქნებით დატვირთული, მაგრამ ეს მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. ყველა საკითხი თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება.

ცხენი - მეტი მზრუნველობა გმართებთ ახლობლების მიმართ. სამსახურში რთული საკითხების მოგვარება და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ.

თხა - შიში დაძლიეთ და გაბედულად იმოქმედეთ. მეტი დრო დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. ნუ შეგეშინდებათ მარტო დარჩენის.

მაიმუნი - იყავით მეტად პრაქტიკული. განავითარეთ საკუთარი შესაძლებლობები. გაიჩინეთ გამოსადეგი და ერთგული მეგობრები.

მამალი - კარიერული წინსვლა, პროექტების განხორციელება და საოჯახო საკითხების მოგვარება გელით, მაგრამ ნურც საკუთარ თავს დაივიწყებთ.

ძაღლი - მეტი ყურადღება მიაქციეთ ძველ პროექტებს. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. ყურადღებით იმოქმედეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდით გამარჯვებას.

ღორი - საინტერესო პერსპექტივები გადაგეშლებათ. ყველას დასჭირდება თქვენი რჩევა, დახმარება. სოციალურად გააქტიურდებით და ბევრსაც იმოგზაურებთ.

ლომი

ვირთხა - იყავით გულისხმიერი და ნურც ქველმოქმედებას დაივიწყებთ. საოჯახო საქმეებზე მეტი ყურადღება საზოგადო ცხოვრებას და კარიერას უნდა მიაქციოთ.

ხარი - თუ მიზანმიმართულად იმოქმედებთ, სირთულეებს მარტივად გადალახავთ. მიზნების მისაღწევად ახალი ტექნოლოგიების ათვისება და ცოდნის გაღრმავება მოგიწევთ.

ვეფხვი - წლის პირველი ნახევარი პირადი ცხოვრების მოწყობას, ხოლო მეორე - კარიერის აწყობასა და სამსახურს დაუთმეთ. მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

კურდღელი - მოერიდეთ ავანტიურას, საეჭვო საქმიანობას. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმიანობას. ზაფხულიდან ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ.

დრაკონი - რთული საკითხების მოგვარებას მარტივი გზებით ნუ ეცდებით. სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

გველი - განვითარება, კარიერული წინსვლა და ფინანსური სტაბილურობა წლის პირველ ნახევარში გელით. მეორეში - საბედისწერო შეხვედრა და ჰარმონია ოჯახში.

ცხენი - საკუთარ თავს ზარმაცობის უფლება არ მისცეთ. იბრძოლეთ სამსახურში წარმატების მისაღწევად, მატერიალური კეთილდღეობისთვის, მაგრამ საყვარელ ადამიანს უყურადღებოდ ნუ მიატოვებთ.

თხა - სირთულეებს მარტივად გადალახავთ. მთავარია, დაისახოთ მიზანი. სასიამოვნო მომენტებით დატვირთული პირადი ცხოვრება გელით.

მაიმუნი - ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს. სამსახურში საკუთარი და კოლეგების კეთილდღეობისთვის მოგიწევთ შრომა.

მამალი - წარმატებული წელი გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, იყავით მეტად კომუნიკაბელური. ზოგიერთს სანუკვარი სურვილები აუსრულდება.

ძაღლი - მიზნების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. კარგია სწავლა, ცოდნის გაღრმავება. თავისუფალი დრო კი შემოქმედებასა და ფლირტს დაუთმეთ.

ღორი - კარიერული წინსვლა, მატერიალური კეთილდღეობა გელით. წარმატებული გახდებით და გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ქალწული

ვირთხა - გაზაფხულზე თქვენთვის სარფიან ხელშეკრულებებს გააფორმებთ. ეს შეიძლება იყოს როგორც საქორწინო კონტრაქტი, ასევე სამსახურებრივი.

ხარი - საქმეებით დატვირთული იქნებით, თუმცა გამონახეთ დრო პირადი ცხოვრების მოსაწყობად. 2016 წელი ნამდვილ სიყვარულთან შეხვედრას გპირდებათ.

ვეფხვი - სიგიჟეები, რომანტიკა და ექსპერიმენტები ინტიმურ ცხოვრებაში გელით. საინტერესოა, სწავლისა და მუშაობისთვის თუ დაგრჩებათ დრო?..

კურდღელი - წლის პირველ ნახევარში საბინაო და შვილებთან დაკავშირებული საკითხები მოაგვარეთ. მეორეში ვნებიანი სიყვარული გელით, მაგრამ სიფრთხილე არ მოადუნოთ.

დრაკონი - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, კარიერას. გამონახეთ დრო ფლირტისა და შემოქმედებისთვის.

გველი - ფულის გამომუშავების სურვილი გაგიჩნდებათ. გააუმჯობესეთ კონტაქტები, გაიჩინეთ საჭირო მეგობრები. მშობლებს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ.

ცხენი - მოსალოდნელია საინტერესო ცვლილებები, ექსპერიმენტები გარეგნობასთან დაკავშირებით. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, შესაძლებლობები და ინიციატივა.

თხა - გაიღრმავეთ უცხო ენა. მოსალოდნელია კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან ან ქორწინება საზღვარგარეთ.

მაიმუნი - ნურაფერს დაგეგმავთ, შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს და უკეთესობისკენ. მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ მეგობრული საქმიანობა.

მამალი - დაიმეგობრეთ გავლენიანი ადამიანები, უფროსობა. იყავით მიზანდასახული და ჯიუტი. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ.

ძაღლი - წარმატებას მიაღწევთ კონკურსებსა და შეჯიბრებებში. აგრეთვე, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

ღორი - შანსი მოგეცემათ, კვალიფიკაცია აიმაღლოთ საზღვარგარეთ ან გაემგზავროთ სამუშაოდ.

სასწორი

ღორი - ურთიერთობისას იყავით მეტად დიპლომატიური. უპირატესობა მიანიჭეთ განათლებასა და კარიერას. თქვენს სიბეჯითეზეა დამოკიდებული როგორც თქვენი, ისე თქვენი კოლეგების ბედი.

ხარი - უცხოეთში მოგზაურობა ან სამუშაოდ გადასვლა მოგიწევთ, სადაც საბედოსაც შეხვდებით.

ვეფხვი - მუშაობა კარგია, მაგრამ დროდადრო გართობისა და მეგობრებისთვისაც უნდა მოიცალოთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან.

კურდღელი - გამოცდილებასაც მიიღებთ და ექსპერიმენტებში მონაწილეობის საშუალებაც მოგეცემათ. ახალი წელი ბევრ სიურპრიზს გპირდებათ.

დრაკონი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან, ისწავლეთ მოსაუბრის მოსმენა. წელი სასიამოვნო მომენტებით იქნება აღსავსე.

გველი - არ გამოაკლდეთ შეხვედრებსა და წვეულებებს. მოსალოდნელია ბედნიერი ნაცნობობა.

ცხენი - დაუსრულებელი დღესასწაულებისა და ფულის ფლანგვის სურვილი გაგიჩნდებათ. გირჩევთ, დაეხმაროთ ახლობლებს.

თხა - საშუალება მოგეცემათ მეტად გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ.

მაიმუნი - არავის გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. როგორც თქვენს გულს სურს, ისე მოიქეცით, ფორტუნა თქვენს მხარესაა.

მამალი - დაიცავით საკუთარი მოსაზრება, მაგრამ გარშემო მყოფებთან ურთიერთობას ნუ გაიფუჭებთ. სიახლეებს ნუ შეუშინდებით. მთავარია, გვერდით ერთგული მეგობრები გყავდეთ.

ძაღლი - გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლება, კარიერული წინსვლა და გრანდიოზული პროექტების განხორციელება გელით. მთავარია, იყოთ მიზანმიმართული.

ღორი - გაიჩინეთ ახალი მეგობრები, თანამოაზრეები, საინტერესო მოგზაურობები გელით. რთულ მომენტებში ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მორიელი

ვირთხა - არაფერს შეუშინდეთ. იყავით მეტად რომანტიკული. კარიერულ წინსვლასა და ფულს შრომის შედეგად მიიღებთ.

ხარი - ჯანმრთელობასა და სამსახურს წლის პირველ ნახევარში მეტი ყურადღება მიაქციეთ. წლის მეორე ნახევარში მეგობრებსა და საყვარელ ადამიანს გაიჩენთ.

ვეფხვი - წარმატების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. კარგია ცოდნის გაღრმავება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან.

კურდღელი - სამსახურის გამო ოჯახსა და საყვარელ ადამიანს მზრუნველობას ნუ მოაკლებთ. იზრუნეთ ბავშვებსა და ნათესავებზეც.

დრაკონი - ბინას ან მანქანას შეიძენთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ნათესავებთან.

გველი - კარგი წელია ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. ყურადღებით განიხილეთ ახალი შემოთავაზებები, ინფორმაციები.

ცხენი - სამსახური და ახლობლებზე ზრუნვა, აი, რას უნდა მიაქციოთ მეტი ყურადღება. სიფრთხილე გმართებთ სიახლეებისადმი. გაუღეთ კარი ახალ სიყვარულს.

თხა - პოზიტიურად განეწყვეთ და ადეკვატურად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები. ნაკლებად მომთხოვნი თუ იქნებით, ოჯახში ჰარმონია დაისადგურებს.

მაიმუნი - წლის პირველ ნახევარში ჩაუყარეთ საფუძველი სწავლას, კარიერას, განვითარებას. ერთგული მეგობრები დარჩებიან, ზედმეტები - წავლენ.

მამალი - გააქტიურდით იდეების განსახორციელებლად. აგრეთვე - საზოგადოებრივ საქმიანობაში. საჭირო და გავლენიან ადამიანებს დაიმეგობრებთ.

ძაღლი - გაბედულად იმოქმედეთ. იყავით მეტად დაინტერესებული, ცნობისმოყვარე. მოსალოდნელია დაუვიწყარი მოგზაურობა.

ღორი - ერთგული და გამოცდილი ადამიანები შემოიკრიბეთ და ახალი იდეების განხორციელებას, ფულის გამომუშავებას შეუდექით.

მშვილდოსანი

ვირთხა - სასურველის მისაღწევად მეტად უნდა გააქტიურდეთ. საინტერესო შემოთავაზებებს, ინფორმაციებს მიიღებთ. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ.

ხარი - სამსახურში წარმატებას შრომისმოყვარეობით მიაღწევთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან.

ვეფხვი - კარგი წელია ქორწინებისთვის, შვილების გასაჩენად. მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილებს. დაწინაურება წლის მეორე ნახევარში გელოდებათ.

კურდღელი - მოსალოდნელია ახალ ბინაში გადასვლა. უპირატესობა მიანიჭეთ სწავლას. სასიყვარულო თავგადასავლები წელს დაუვიწყარს გახდის.

დრაკონი - ბინას ან მანქანას შეიძენთ. თუ საქმიანობის შეცვლა გსურთ, დახმარება მეგობრებს სთხოვეთ.

გველი - ნაცნობობა ფლირტში გადაიზრდება. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

ცხენი - კარიერა და ფინანსები იდეალურადაა, მეტად მზრუნველი უნდა იყოთ საყვარელი ადამიანისა და ნათესავების მიმართ.

თხა - პირადი ცხოვრება დაუსრულებელ დღესასწაულს გპირდებათ. გავლენიანი ადამიანების დახმარებით კარიერაში წარმატებას მიაღწევთ.

მაიმუნი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. შემოქმედებით და სოციალურ სფეროში მეტად აქტიური იქნებით.

მამალი - ფული და მუშაობა კარგია, მაგრამ ნურც მივლინებებსა და მოგზაურობებზე იტყვით უარს.

ძაღლი - კარიერაში წინსვლა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაც გელით. დახმარებას გავლენიანი ახლობლები გაგიწევენ.

ღორი - ყველაფერში წარმატებული ხართ: სიყვარულში, მოგზაურობასა და სპორტში. ყველა სურვილი კეთილად აგიხდებათ.

თხის რქა

ვირთხა - მეტი დრო დაუთმეთ განათლების მიღებას, წარმატებას სამსახურში. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მზრუნველი უნდა იყოთ.

ხარი - პირადი ცხოვრების მოწყობაც და პროფესიაში წარმატება თქვენ მონდომებაზეა დამოკიდებული. თუ გსურთ, გარშემო მყოფებმა დაგაფასონ, პირველმა თავად დააფასეთ ისინი.

ვეფხვი - მოიცალეთ შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. ჯანმრთელობამ რომ არ გიმტყუნოთ, ყურადღება მიაქციეთ კვებას.

კურდღელი - დააბალანსეთ სამსახური, მეგობრები და რომანტიკა. თავისუფალი დრო კი ბავშვებს მოახმარეთ.

დრაკონი - კარიერაში წინსვლა გელით. კონფლიქტები დიპლომატიურად მოაგვარეთ. მზრუნველობა და მოთმინება გმართებთ ახლობლების მიმართ.

გველი - გაითვალისწინეთ: "დუმილი ოქროა". გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ.

ცხენი - იყავით მორიდებული. ნუ გადავარდებით ერთი უკიდურესობიდან მეორეში. ყველაფერში დაიცავით "ოქროს შუალედი".

თხა - გართულებების თავიდან ასაცილებლად დაკვირვებულად და გააზრებულად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა.

მაიმუნი - მოერიდეთ დაპირისპირებას და უთანხმოებას კოლეგებთან და მეგობრებთან. იყავით ბუნებრივი და ლაღი.

მამალი - გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები პროფესიულ და პირად ცხოვრებაში.

ძაღლი - იყავით მომთმენი და ყურადღებიანი უფროსისა და მშობლების რჩევებისადმი. მოგზაურობა და მივლინება დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გპირდებათ.

ღორი - გაბედულად იმოქმედეთ. შანსი მოგეცემათ, გაიუმჯობესოთ ცხოვრებისეული პირობები. უარი არ თქვათ მიპატიჟებებზე, კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად.

მერწყული

ვირთხა - ფულსაც იშოვით და დასვენებასაც მოასწრებთ. ინტერნეტსაქმიანობა, ურთიერთობები და მოგზაურობები გელით.

ხარი - გვერდით თუ ერთგული კოლეგა, მეგობარი გყავთ, ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ. გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.

ვეფხვი - მატერიალურ კეთილდღეობას არაოფიციალური შემოსავალი ან შემოქმედებითი საქმიანობა გაგიუმჯობესებთ. ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ. შეიძლება დიეტის დაცვა მოგიწიოთ.

კურდღელი - შვილებს ყურადღება არ მოაკლოთ. საინტერესო და შთამბეჭდავი მოვლენებით დატვირთული დღე გელით.

დრაკონი - პრიორიტეტი მიანიჭეთ უძრავი ქონების საკითხის მოგვარებას. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება უფროს ნათესავებთან და მეგობრებთან.

გველი - პოპულარული და ყველასთვის სასურველი გახდებით. გათავისუფლდით მოშურნეებისგან და იყავით კანონმორჩილი.

ცხენი - ოფიციალური სამსახურის გარდა, ახალი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ. შესაძლოა საზღვარგარეთიდან.

თხა - თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება საინტერესო პიროვნება. მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობის დაკანონება. მოხდება ღირებულებათა გადაფასება.

მაიმუნი - სამსახურის საქმეებმა ხელი არ უნდა შეგიშალონ არც გართობაში, არც მოგზაურობაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ნათესავებთან.

მამალი - სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. ტახტზე წამოსაწოლად ვერ მოიცლით, დასვენებაც აქტიური გელით.

ძაღლი - დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მის ასასრულებლად. როგორც კი ამოქმედდებით, ყველა შეეცდება თქვენ დახმარებას.

ღორი - იყავით პოზიტიურად განწყობილი. ნათესავებს მოუწოდეთ მშვიდობიანი ცხოვრებისთვის. მოერიდეთ დაპირისპირებებს გარშემო მყოფებთან.

თევზები

ვირთხა - საკუთარი იდეების განსახორციელებლად, კეთილდღეობის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. ოჯახშიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ.

ხარი - სამსახურებრივი მოვალეობების გამო ოჯახს ნუ დაივიწყებთ. დღესასწაულები უმიზეზოდაც მოაწყვეთ და საყვარელ ადამიანებთან ერთად იმხიარულეთ.

ვეფხვი - სამსახურში ლიდერი გახდებით და ამბიციური იდეების განხორციელებასაც შეძლებთ. არავის უთხრათ დახმარებაზე უარი.

კურდღელი - მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კარიერული წინსვლისთვის გარჯა მოგიწევთ. საყვარელი ადამიანი ყველა საქმეში დაგეხმარებათ.

დრაკონი - გრანდიოზული გეგმების განხორციელების წელია. გააქტიურდით და უმნიშვნელო დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით.

გველი - ჩვეული საქმიანობის გარდა, შეიძლება ახალი გასართობი, პარანორმალური შესაძლებლობები აღმოგაჩნდეთ. მეტი დრო დაუთმეთ სულიერ განვითარებას.

ცხენი - კოლეგების დახმარებით არაერთი ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ უცხოელი პარტნიორებისგან.

თხა - ძირითადად, საყვარელი ადამიანისა და ახლობლების მზრუნველობით იქნებით დაკავებული. არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს თქვენი პირადი ჯანმრთელობა.

მაიმუნი - სურვილების ასასრულებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ. იყავით გაბედული და დაიხმარეთ ერთგული ადამიანები. ზოგიერთს მისტიციზმი და საიდუმლოებები გაიტაცებს.

მამალი - თავად გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. სამყარო კი სხვა სფეროებში მოგიმართავთ ხელს.

ძაღლი - კარიერა და ფინანსები - აი, თქვენი მთავარი საზრუნავი, რის გამოც ძველი ურთიერთობების აღდგენა მოგიწევთ.

ღორი - გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ბინის შეძენას ან რემონტის გაკეთებას შეძლებთ. წარმატებულია პარტნიორული ურთიერთობებიც.