ნინი ბადურაშვილის და ირაკლი კუტალაძის გოგონა ელენე ბავშვობიდან ყურადღების ცენტრში მოექცა და მას დაბადებისთანავე საქართველოში ყველაზე პოპულარული ბავშვის ტიტული სამართლიანად მიენიჭა.
ელენე უკვე ორი წლისაა, თუმცა ამ ტიტულს ჯერჯერობით მყარად ინარჩუნებს. მისი ნებისმიერი ფოტო "ფეისბუქზე" უამრავ მოწონებას იმსახურებს. გასული კვირა დედასთან და ბაბუასთან - ერეკლე ბადურაშვილთან ერთად ცირკში გაატარა. ფოტოებმა კი ამჯერადაც უამრავი მოწონება და კომენტარი დაიმსახურა. იხილეთ ფოტოგალერეა