სულ მალე ''იმედზე'' "ცეკვავენ ვარსკვლავების" მორიგი სეზონი დაიწყება.
რასაკვირველია, ყვითელი პრესა და ტაბლოიდები პროექტის დაწყებას მოუთმენლად ელიან, რადგან როგორც წესი, ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მოცეკვავე წყვილებს შორის სასიყვარულო ურთიერთობის დაწყებას ხელს უწყობს.
გასული სეზონის მოცეკვავეები დღემდე აქტუალურები რჩებიან. მოცეკვავე მზია ორველაშვილი სპორტულ-სამეჯლისო ცეკვებში "საქართველოს თასის" მფლობელი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, მზიას გამარჯვება მეორე ადგილის მფლობელმა სალომე ჭაჭუამ არ მიულოცა.
მზია ორველაშვილმა ჟურნალ ''სარკესთან'' ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჭაჭუამ მიულოცა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მასა და სალომე ჭაჭუას შორის მეგობრული ურთიერთობა არ არის და წარსულში ხშირად უკამათიათ. გაგრძელება