სახის ექსპრეს-ნიღაბი - სასწაულმოქმედი მეთოდი მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ! - Marao

სახის ექსპრეს-ნიღაბი - სასწაულმოქმედი მეთოდი მნიშვნელოვანი ღონისძიებების წინ!

2016-01-18 12:09:56+04:00

ხშირად ქალები მნიშვნელოვან ღონისძიებამდე 1 თვით ადრე აღთქმას დებენ, რომ მოემზადებიან საგულდაგულოდ, მაგრამ, როგორც ყოველთვის, სხვა უამრავი საქმის გამო ვერ ახერხებენ. ამიტომ მზადება იწყება 2-3 დღით ადრე.

პირველ რიგში, საჭიროა სახის წესრიგში მოყვანა. ამისათვის უნდა წაისვათ სწრაფი მოქმედების ძვირად ღირებული კრემები, რისი საშუალებაც ყველას არ აქვს.

ამიტომაც გთავაზობთ ეფექტური ნიღბის ხელმისაწვდომ რეცეპტს.

დაგჭირდებათ:

• 70 გრ ბრინჯი

• 50 გრ შვრიის ფანტელი

• 1 ნიგოზი

• 1/3 მწიფე ბანანი

• წყალი

მომზადების წესი:

დაფქვით ბრინჯი, დაამატეთ კარგად დაქუცმაცებული შვრიის ფანტელი და ნიგოზი. დაჭყლიტეთ ბანანი ჩანგლით და დაუმატეთ მასას, ნელ-ნელა დაასხით წყალი. მასა სქელი უნდა გამოვიდეს.

დასაწყისისთვის გაიწმინდეთ სახე გვირილის ჩაით და სკრაბით. დაიდეთ ნიღაბი ნახევარი საათით და თბილი ანადუღარი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ექსპრეს-ნიღაბი შესანიშნავად ჭიმავს კანს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაცადი რეცეპტი გამოგადგებათ.

ასევე იხილეთ:

სილამაზის ფრანგული სალათა: სახის კანის უნიკალური მოვლა

კანის ღრმა წმენდის ეფექტური მეთოდი კბილის პასტითა და ჯაგრისით

თუ სახეს ამ ფქვილით დაიბანთ, კანიდან შავ წერტილებს სამუდამოდ მოიშორებთ