როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ. რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაცია - Marao

როგორ შევინარჩუნოთ წონა დიეტის შემდეგ. რამდენიმე აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაცია

2016-01-20 14:45:28+04:00

შენი სხეული – შენი შინაგანი იმიჯის გამოხატულებაა. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ მოხდენილი და ლამაზი სხეული, საჭიროა არა მხოლოდ სწორად ივარჯიშოთ, არამედ ყურადღებით შეარჩიოთ ორგანიზმის აღსადგენი საშუალებები.

არ იცით, როგორ შეინარჩუნოთ წონა გახდომის შემდეგ? დიეტოლოგები რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გვაძლევენ:

პირველ რიგში, შეეცადეთ არ შეწყვიტოთ ვარჯიში ან იარეთ ფეხით. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა შეგანარჩუნებინებთ წონას.

ასევე, არ დაივიწყოთ კვების შესახებ. სწორი კვება საშუალებას მოგცემთ, დიდი ხნით შეინარჩუნოთ წონა. არ მიირთვათ გვიან – ეს პირველი წესია. ყველაზე მავნებელი კალორიები ძილის წინ გროვდება.

განეწყვეთ იმისათვის, რომ დღეიდან და მარად მოხდენილი და ტანწერწეტა იქნებით და თქვენი აღნაგობის გამო მუდამ კომპლიმენტებს დაიმსახურებთ. ეს ერთ-ერთი უმთავრესი წესია, რომელიც ნორმალური წონის შენარჩუნებაში სტიმულს მოგცემთ.

თითქოს რა არის აქ უჩვეულო და ახალი, მაგრამ შედეგს ნამდვილად იძლევა. იყავით დარწმუნებული, დააფასეთ საკუთარი თავი, იზრუნეთ სხეულზე და არცერთი კილოგრამი უკან აღარ დაგიბრუნდებათ!