უკრაინული საიტები ავრცელებენ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში.
იხილეთ ვიდეო
როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ორმა მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების შედეგად გონება დაკარგა ტაქსში, რომლითაც ისინი "ბორისპოლის" აეროპორტში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა სამართალდამცველები გამოიძახა და მათი გადარჩენა დროულად მოხერხდა.
Еспресо.TV -ს გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც "ბორისპოლის" აეროპორტშია ჩაწერილი, მიშა მესხის მეგობარი ესაუბრება სამართალდამცველებს და ეუბნება, რომ არ იცის სად იმყოფება. შემეგ კი გაიხსენა, რომ თბილისში აპირებდნენ გამგზავრებას.
სამართალდამცველებთან საუბრისას გაირკვა, რომ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში საკმაოდ პოპულარული მსახიობია. ამასთან, მისი ბაბუა საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო - ვკითხულობთ ინფორმაციას უკრაინულ ვებ-გვერდზე.
მედიკოსების ვარაუდით, ქართველიები მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.
იხილეთ ვიდეო