როგორ გავითანაბროთ კანის ფერი: მარტივი ნიღაბი გავრცელებული პრობლემის მოსაგვარებლად - Marao

როგორ გავითანაბროთ კანის ფერი: მარტივი ნიღაბი გავრცელებული პრობლემის მოსაგვარებლად

2016-01-25 11:38:56+04:00

ჩვენს დროში ქალების უმრავლესობას გარეთ კოსმეტიკის გარეშე გასვლა არ შეუძლია. მაკიაჟის აუცილებელი ატრიბუტი ტონალური კრემია, რომელიც კანის ფერს ათანაბრებს, ფარავს სიწითლეებს და პატარ-პატარა გამონაყარს. ეს ძალიან მოსახერხებელი საშუალებაა, მაგრამ კანისთვის სასარგებლოს ვერ ვუწოდებდით.

ამიტომაც გთავაზობთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც გაგითანაბრებთ კანის ფერს, დაარეგულირებს ცხიმის გამოყოფას, გააქრობს სიწითლეებს და მოხსნის შეშუპებას.

გარდა ამისა, ეს ნიღაბი ავიწროებს ფორებს, მოშვებული კანი კი იბრუნებს ელასტიკურობას, სწორდება წვრილი ნაოჭები.

ინგრედიენტები:

  • მშრალი ღრუბელა ფხვნილი "ბადიაგა" 1 ჩ/კ;
  • თეთრი კოსმეტიკური თიხა 2 ჩ/კ;
  • ადუღებული წყალი;

მომზადების წესი:

"ბადიაგას" ფხვნილი და თიხა გახსენით ადუღებულ წყალში. წყალი ცოტ-ცოტა ჩაასხით, რომ მიიღოთ არაჟნის კონსისტენცია.

გამოყენება:

იმისათვის, რომ აღიდგინოთ სახის კანის ფერი, ნიღაბი დაიდეთ საღამოს, გაწმენდილ სახეზე 15 წუთის განმავლობაში. მოერიდეთ თვალისა და ტუჩის ირგვლივ კანს.

პროცედურის დროს კანზე ოდნავ ბწკენას იგრძნობთ, რადგან ძლიერდება სისხლის მიკროცირკულაცია. შესაძლოა, კანი ოდნავ შევარდისფრდეს. ნიღბის ჩამობანვის შემდეგ სახე ყინულის კუბით გაიწმინდეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ. 4-6 პროცედურის შემდეგ აშკარა შედეგს მიიღებთ.