7 ნომინანტი ფილმი, რომელიც "ოსკარების" დაჯილდოებამდე უნდა ნახოთ - Marao

7 ნომინანტი ფილმი, რომელიც "ოსკარების" დაჯილდოებამდე უნდა ნახოთ

2016-01-25 17:06:58+04:00

"ოსკარებს" 24 ნიმინაციაში გადასცემენ, მაგრამ მთავარი ჯილდო, რა თქმა უნდა, "წლის საუკეთესო ფილმია".

2016 წელს საუკეთესო ფილმების ნომინაციაში საინტერესო ფილმები მოხვდა, მაგრამ ყველაზე დიდი ყურადღება ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმ "გადარჩენილისკენაა" მიპყრობილი, რადგან მასში მთავარ როლს ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს.

ლეო "ოსკარზე" არაერთხელ იყო ნომინირებული, მაგრამ სასურველი ჯილდოს მფლობელი ჯერ არ გამხდარა. ფილმი მონადირის ისტორიას მოგვითხრობს. დიკაპრიოს გმირი კომპანიონებმა გაქურდული და დაჭრილი მიატოვეს. იგი სასწაულად გადარჩება და მათზე შურისძიებას იწყებს. "ოსკარზე" წარდგენილია ფილმი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი.

"ოსკარის" მოპოვების არანაკლები შანსი აქვს ტომ ჰუპერის ფილმს "გოგონა დანიიდან".

ეინარ ვეგენარი მხატვარია, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა შეიცვალა სქესი. საინტერესოა, ვინ გახდება მთავარი ჯილდოს მფლობელი, გადარჩენილი მონადირე თუ ტრანსგენდერი?

ფილმი "ჯოი" ლონგ-აილენდელ მარტოხელა დედის ისტორიას მოგვითხრობს.

მასში მთავარ როლებს კინომოყვარულების საყვარელი წყვილი - ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ. მეორეხარისხოვან როლს კი რობერტ დე ნირი თამაშობს.

ნომინაციაში მოხვდა კვენტინ ტარანტინოს "საზიზღარი რვიანიც". განსხვავებული ჯურის გმირები ქარბუქის დროს იძულებულები არიან, დრო ერთად გაატარონ. მასში სემუელ ჯექსონი არაჩვეულებრივად თამაშობს.

"სტივ ჯობსი" - ბიოგრაფიული დრამა Apple-ის კორპორაციის შემქმნელზე. მასში მთავარ როლს მაიკლ ფასბენდერი თამაშობს; აგრეთვე - ქეით უინსლეტი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები.

ნომინაციაში მოხვდა "ვარსკვლავური ომების" მეშვიდე ეპიზოდიც. ფილმი კინოგაქირავებაში ლიდერობს. ექსპერტები ფილმს ორ "ოსკარს" უწინასწარმეტყველებენ - საუკეთესო ფილმისა და რეჟისორული ნამუშევრის ნომინაციაში.

რონ ჰოვარდის "ზღვის გულში" ასრულებს "ოსკარზე" ნომინირებული ფილმების სიას. ფილმი "მობი დიკის" რომანის მიხედვითაა გადაღებული და მასში საუკეთესო სპეცეფექტებია გამოყენებული. ფილმში მთავარ როლს კრის ჰემსვორტი თამაშობს.