შეუცვლელი წამალი: 6 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ დღესვე ჯანჯაფილი! - Marao

შეუცვლელი წამალი: 6 არგუმენტი, თუ რატომ უნდა შეიძინოთ დღესვე ჯანჯაფილი!

2016-01-26 14:21:57+04:00

ბოლო დროს ჯანჯაფილი სულ უფრო ხშირად გამოიყენება არა მხოლოდ კულინარიაში, არამედ სამკურნალო მიზნებისთვისაც. რამ გამოიწვია ამ მცენარით საზოგადოების ასეთი დაინტერესება?

ჯანჯაფილის სამშობლოდ ინდოეთი მიიჩნევა. სწორედ ამ ქვეყნის უძველეს ტრაქტატებში იქნა აღმოჩენილი მტკიცებულებები ჯანჯაფილის, იგივე კოჭას, როგორც უნივერსალური წამლის გამოყენებისა.

ჯანჯაფილის გამოყენება მკურნალობის მიზნით

  1. ჯანჯაფილი მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ამიტომაც მისი გამოყენება შესაძლებელია გაციებისა და ვირუსული დაავადებების დროს. გაციების პირველივე ნიშნისას საკმარისია დალიოთ ცხელი ჩაი თაფლით და ჯანჯაფილით და დაიწყება ინფექციის საწინააღმდეგო პროცესი.
  2. ოსთეოართროზის დროს დაიდეთ აპლიკაციები გახეხილი ჯანჯაფილით სახსრების არეში, რაც შეგიმსუბუქებთ ტკივილებს.
  3. ჯანჯაფილის ფხვნილისგან დამზადებულ ნაყენს სვამენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს, ისეთების, როგორებიც არის წყლული, გასტრიტი, ვირუსული ჰეპატიტის და დიზინტერიის დროსაც კი.
  4. ჯანჯაფილის აბაზანები ასევე უებარია ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად.
  5. სტომატოლოგიაში ჯანჯაფილს იყენებენ, როგორც ტკივილგამაყუჩებელ და ძლიერ ანტისეპტიკურ საშუალებას. ანტისეპტიკური თვისებების გარდა, ჯანჯაფილის ეთერზეთები ჭამის შემდეგ პირის ღრუდან უსიამოვნო სუნს დიდი ხნით აქრობს.
  6. გინეკოლოგიაში ჯანჯაფილის ფესვისგან დამზადებული წამლებით მკურნალობენ უშვილობას, მიომას და საშვილოსნოს ყელის სიმსივნესაც კი.

ჯანჯაფილის ქიმიური შემადგენლობა ბევრ რამეზე მეტყველებს. კალიუმი, მაგნიუმი, ვიტამინები В და С, რკინა, ფოსფორი, ეთერზეთები და მრავალი სხვა ნივთიერება, რომლებიც ამ მცენარეში შედის, მის სამკურნალო თვისებებზე მეტყველებს.