უძველეს ხალხს სჯეროდა, რომ ადამიანის სახელს ბედის შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ დიდხანს და დაკვირვებით არჩევდნენ სახელებს შვილებისთვის. ყველა სახელს თავისი ისტორია და განმარტება აქვს. სტატიაში თავი მოვუყარეთ ქალის იმ სახელებს, რომლებსაც ბედნიერება მოაქვს:
1. სოფია
თუ ძველ ბერძნულს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ეს სახელი სიბრძნეს ნიშნავს. თუ თქვენ იცნობთ ადამიანს, სახელად სოფია, ის უსათუოდ გამოირჩევა მობილიზაციის უნარიით და კრიტიკულ სიტუაციებში სიმშვიდეს ადვილად ინარჩუნებს. ქალებს, რომლებსაც სოფიას ეძახიან, არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მათ დუმილშიც კი თითქოს მთელი სამყაროს საიდუმლოება იმალება. სოფია არასდროს მისდევს ფორტუნას, მან არაჩვეულებრივად იცის, რომ ფორტუნა კაცივითაა, რაც უფრო ეძალები, მით უფრო შორს და სწრაფად გარბის.
2. მარია
მარიას ძველბერძნული განმარტებაა "ქალბატონი". გოგონები, რომლებსაც მარია ჰქვიათ, ძალიან მარტივად მოიპოვებენ ბედნიერებას. მარია მაგნიტივით იზიდავს წარმატებას.
3. ანასტასია
ანასტასიები (ტასოები) ნებისმიერ სიტუაციაში ადვილად ერკვევიან და ადაპტაციის საოცარი უნარი აქვთ. ყველაზე აუტანელ პირობებშიც კი შეუძლიათ, ბედნიერების წყარო იპოვონ. ასეთმა გოგონებმა იციან, რომ რაღაც საიდუმლო უნარს ფლობენ... უნარს, რომელიც ყველა პრობლემის მოგვარებაში და სიცოცხლის სიყვარულში ეხმარებათ. გაგრძელება