თხილეულის სასარგებლო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ისინი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებელით. თუმცა, თითოეული უნიკალურია და დაწვრილებით აღწერას საჭიროებს.
ბრაზილიური თხილი - ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს. აფერხებს ათეროსკლერეზის, კატარაქტის განვითარების რისკს. აძლიერებს იმუნიტეტს. ახანგრძლივებს ქალის რეპროდუქტოლოგიურ ასაკს. ნორმაა 2-3 ცალი დღეში.
თხილი - იცავს გულს, სისხლძარღვებს, აკონტროლებს ქოლესტერინის დონეს სისხლში. სასარგებლოა ვარიკოზის დროს. მეძუძურ დედას რძიანობას მოუმატებს. ორგანიზმიდან გამოაქვს ტოქსინები და წიდები. თუ თხილს თაფლსა და კურაგას დაუმატებთ და რეგულარულად მიიღებთ, გული და სისხლძარღვები მუდამ ჯანმრთელი გექნებათ. ნორმაა 20 ცალი (30 გრამი) დღეში.
არაქისი - აჩერებს დაბერების პროცესს სკლეროზის განვითარებას, სიმსივნეს გავრცელებას. არეგულირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ხელს უწყობს სექსუალური ფუნქციის გახანგრძლივებას. თუმცა, არაქისთან სიფრთხილე გმართებთ თუ გაწუხებთ ართრიტი, ართროზი, პოდაგრა. მოზრდილის ნორმაა 20, ბავშვის 7-10 ცალი დღეში.
ქეშიუ - აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, ტვინის მუშაობას, საჭმლის მომნელებელ სისტემას. გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. დაგირეგულირებთ მაღალ წნევას. სასარგებლოა ანემიით მკურნალობის დროს. შეგინარჩუნებთ მხედველობას, მეხსიერებას. აგარიდებთ ათეროსკლეროზის განვითარებას. დღიური ნორმაა 30 გრამი.
კედრის კაკალი - სასარგებლოა გულ-სისხლძარღვოვანი, საჭმლის მომნელებელი, ნერვული და ენდოკრინული სისტემისთვის. აუმჯობესებს მხედველობას, სისხლისა და კანის მდგომარეობას. გაგიძლიერებთ იმუნიტეტს. სასარგებლოა ტუბერკულოზის, ანემიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. იგი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვების გონებრივი და ფიზიკური განვითარებისთვის. დღიური ნორმაა 20-50 გრამი.
ნიგოზი - სასარგებლოა ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, უძილობის დროს. აგარიდებთ ათეროსკლეროზს, სიმსივნეს, ტუბერკულოზს. თაფლში ამოვლებული 8 ცალი ლებანი თავის ტვინის სპაზმს მოგიხსნით. ნიგოზთან სიფრთხილე გმართებთ, თუ ალერგიული ხართ. დღეში 5 კაკალი სავსებით საკმარისია.
ნუში - სასარგებლოა მხედველობის გაუარესების, სისხლნაკლებობის, კუჭის წყლულის, მომატებული მჭავიანობის დროს. თუ ბავშვი სიმაღლეში ცუდად იმატებს, დაუქუცმაცეთ და ისე მიეცით. აგაცილებთ ინფარქტს, ასაკოვან გონებასუსტობას. გაგიუმჯობესებთ ძილს. ნორმაა 20-25 ცალი დღეში.