ხახვის ფუჩეჩს შეუძლია ჯანმრთელობა დაუბრუნოს ადამიანის ნებისმიერ ორგანოს. ფუჩეჩის მთავარი ფერმენტი კვერციტინი, ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს.
ფუჩეჩი შეგიძლიათ ჩაისავით დააყენოთ და დალიოთ. დღეში ნახევარი ჭიქა სავსებით საკმარისია. ასეთი ნაყენი გაგათავისუფლებთ შეშუპებისგან, კარგი პროფილაქტიკაა შაქრიანი დიაბეტისთვის. ხახვის ფუჩეჩში არსებული ფიტონციდები ძლიერი ანტისეპტიკებია, რომლებიც დადებითად მოქმედებენ ზედა სასუნთქი ორგანოების დაავადებების დროს.
ხახვის ფუჩეჩის ნაყენის სმა არ შეიძლება შარდ-კენჭოვანი დაავადებები, გასტრიტისა და წყლულის დროს. ამ შემთხვევებში მისი გამოყენება მხოლოდ პირისა და ყელის გამოსავლებად შეიძლება. ის მოგირჩენთ ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: ანგინა, ტონზილიტი და სტომატიტი.
ხახვის ფუჩეჩის ნაყენი მოგიშუშებთ ჩირქიან ჭრილობებს. მისი ნაყენის გადავლების შემდეგ თმა ჯანსაღი და ბზინვარე ხდება.
ალერგიის თავიდან აცილების მიზნით, ხახვის ფუჩეჩის ნაყენის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ მკურნალ ექიმთან.