რა მოხდება, თუკი დღეში 1 მუჭა ნიგოზს შეჭამთ? - Marao

რა მოხდება, თუკი დღეში 1 მუჭა ნიგოზს შეჭამთ?

2016-02-01 09:30:58+04:00

ნიგოზი და ზოგადად, თხილეული – საოცრად სასარგებლო პროდუქტია და ამის შესახებ ყველამ კარგად ვიცით. ისინი მდიდარია ცილითა და გაჯერებული ცხიმებით, რაც თავის მხრივ, ორგანიზმს ეხმარება მეტაბოლიზმის შენარჩუნებაში.

დიეტოლოგები გვირჩევენ ჩავრთოთ ნიგოზი ჩვენს რაციონში, თუმცა მკაცრად განსაზღვრული რაოდენობით, რათა პირიქით, არ ვავნოთ ჯანმრთელობას. განსაკუთრებით საყურადღებოა ეს ინფორმაცია ადამიანთათვის, ვისაც პრობლემა აქვს საჭმლის გადამამუშავებელ სისტემასა და ზედმეტ წონასთან; ასევე, მათთვის, ვისაც სუსტი კუჭქვეშა ჯირკვალი და ღვიძლი აქვს.

რამდენი ნიგოზი და თხილი შეგვიძლია მივირთვათ დღეში

1. ცხიმები, რომლებსაც ნიგოზი, თხილი და სხვა მაგარნაჭუჭიანი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზომიერი რაოდენობით! ყოველთვის გახსოვდეთ: თხილი და ნიგოზი კალორიული პროდუქტია, ამიტომაც ის დიდი რაოდენობით არ უნდა მიირთვათ, თორემ ზედმეტი კილოგრამები გარანტირებული გექნებათ!

2. თხილი და ნიგოზი გაჯერებულია სელენით

თუკი მიიღებთ ცოტაოდენ თხილსა და ნიგოზს, ორგანიზმი მიიღებს სელენის სოლიდურ დოზას. სელენის გადაჭარბებული რაოდენობა კი შესაძლოა გახდეს კუნთების ტკივილის, მტვრევადი ფრჩხილებისა და კანის ანთებითი პროცესის მიზეზი. ხანდახან სელენი ალერგიასაც იწვევს.

ნიგოზი – მძიმე პროდუქტია ღვიძლისთვის. ფრთხილად უნდა მისცეთ ეს პროდუქტი ბავშვებს 12 წლამდე, მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული ღვიძლი. დასაშვებია დღეში არაუმეტეს ერთი, პატარა მუჭა ნიგოზი და თხილეული.

3. თხილი და ნიგოზი შეიცავს რთულად მოსანელებელ ნივთიერებებს

თუკი დროდადრო საჭმლის მიღების შემდეგ სიმძიმეს გრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ თხილეულის მიღების რაოდენობას. ბევრი თხილისა და ნიგვზის მიღება თქვენთვის რეკომენდებული არ არის: ისინი რთულად გადამუშავდება, შეუძლია გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მოქმედების მოშლა.

დაბოლოს, თხილი და ნიგოზი სასარგებლოა კუნთების ზრდისთვის, შესანიშნავი ტვინის სტიმულატორია, მათი ზომიერად მოხმარება დადებითად აისახება კანისა და თმის მდგომარეობაზე. მთავარია – დაიცვათ ზომა, არაუმეტეს ერთი მცირე მუჭა დღეში!

ასევე იხილეთ: თხილეული - წამლების ბუნებრივი შემცვლელი