ფაქტი პირველი: წითელი მაიმუნის წელი 8 თებერვალს დადგება. აღმოსავლური კალენდრით, ახალი წელი, ზამთარში მეორე ახალმთვარეობისას დგება.
ფაქტი მეორე: 2016 წელი 2017 წლის 27 იანვრამდე გაგრძელდება.
ქართველებს სამჯერ შეგვიძლია ახალი წლის აღნიშვნა: 31 დეკემბრის ღამეს მთელ მსოფლიოსთან ერთად, ძველით ახალ წელს და აღმოსავლური კალენდრით.
ფაქტი მესამე: დიდი თამაშის დროა!

მაიმუნი თავისი ენთუზიაზმითაა ცნობილი. ადამიანებმა, რომლებმაც დიდი მიზნები დაისახეს, 8 თებერვლიდან წარმატება ელით. ჩინელი ასტროლოგის, სიუზან ფენგის თქმით, 2016 ცვლილებების, განვითარების წელია. თუმცა, ფრთხილად უნდა იყოთ. წელს აფერისტებს წინა წელთან შედარებით უფრო ხშირად შეხვდებით. ნუ ჩაიციკლებით ერთ საქმეზე, განსაკუთრებით, თუ ხვდებით, რომ მისგან არაფერი გამოვა.
ფაქტი მეოთხე: წლის ელემენტია - ცეცხლი!
მაიმუნი 12 თვეს ხალისიანს, ვნებიანსა და დასამახსოვრებელს გახდის. კარგი წელია შემოქმედებითი იდეების, საინტერესო პროექტების განსახორციელებლად. თუმცა, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცეცხლმა შეიძლება ყველაფერი გადაბუგოს. შეიძლება ახალი თავსატეხი და პრობლემები გაგიჩნდეთ.
ფაქტი მეხუთე: ბედნიერების მომტანი ფერები!
ყველა წელს აქვს თავისი ფერი. წელს ბედნიერების მომტანი ფერი იქნება ალისფერ-წითელი, ღია ცისფერი და თეთრი ფერი.
ფაქტი მეექვსე: ყველანი დასავლეთისკენ!

განსაკუთრებით გაუმართლებთ მათ, ვინც ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს, დასავლეთისკენ მოგზაურობს. სასურველია, მუშაობის ან სწავლის დროს ისე იჯდეთ, რომ დასავლეთის მხარეს იყურებოდეთ.
ფაქტი მეშვიდე: თილისმა

ჩინური ასტროლოგიით, 2016 წელი ია იაოს მფარველობის ქვეშაა. ეს არის მითური არსება _ ლომის ტანითა და ფრთებით. ის ბოროტ სულებს განდევნის და ადამიანებს იცავს. თუ მის გამოსახულებას, ფიგურას მიაგნებთ, თილისმასავით ატარეთ. აგრეთვე გამოგადგებათ ნეფრიტი, ვარდისფერი კვარცი, ქარვა, აკვამარინი, ციტრინი და ძოწი. ეს იღბლიანი თვლები 2016 წელს წარმატებას მოგიტანთ.
ფაქტი მერვე: ბედნიერი საათი

2016 წელი კარგი იქნება მაიმუნის, გველის, დრაკონისა და ვირთხის წელში დაბადებული ადამიანებისთვის. მათთვის დღის განმავლობაში საუკეთესო დრო დადგება: მაიმუნისთვის 15-17 საათზე; დრაკონისთვის 7-9-ზე; გველისთვის _ 9-11-ზე; ვირთხისთვის _ 11 და ღამის პირველი საათი.
ფაქტი მეცხრე: ბედნიერი ციფრი 9

მაიმუნი აღმოსავლური ზოდიაქოს მეცხრე ნიშანია. ცხრიანი თავგადასავლებთან, პატივმოყვარეობასთან, მობილიზებულობასა და ცოტა სიხუნტრუცესთანაა დაკავშირებული.
ფაქტი მეათე: იღბლიანი მცენარე

ასეთი ორია: ქრიზანთემა და ლაგერსტრემია.