ცელულიტთან ბრძოლის უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური - სახვევებია. მოცემული პროცედურის ჩატარება სახლის პირობებშია შესაძლებებლი, შთამბეჭდავ შედეგს კი მალევე მიიღებთ.
ანტიცელულიტური სახვევი სახლის პირობებში
სახვევების გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულთათვი და ძუძუთი კვებით დროს, ასევე მათთვის, ვისაც კანის პრობლემები აწუხებს.
სახვევის გამოყენების დრო დამოკიდებულია შემადგენლობაზე, ასევე ინდივიდუალურ აღქმაზე - 30-60 წთ.
კლეოპატრას რეცეპტი
უნიკალური შემადგენლობის წყალობით, თაფლი კანის რეგენერაციას უწყობს ხელს, ორგანიზმიდან გამოდევნის ზედმეტ სითხეს. რძე კი ატენიანებს კანს.
რამდენიმე ს.კ. თაფლი შეურიეთ თბილ რძეს, უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენციის მასა. შეიზილეთ მასა პრობლებურ ადგილებში და შეიხვიეთ ცელოფნით. გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
თიხის სახვევი

აფთიაქში სხვადასხვა სახის თიხა იყიდება: ცისფერი, მწვანე, ვარდისფერი, შავი. ანტიცელულიტური ეფექტით ცისფერი თიხა გამოირჩევა. იგი ასევე არეგულირებს კანში ნივთიერებათა ცვლის პროცესს და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. უბრალოდ, გახსენით თიხა თბილ წყალში და წაისვით პრობლემურ ადგილებზე. მეტი ეფექტისთვის შეიხვიეთ საკვების შესაფუთი ცელოფნით, გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ვაშლის ძმრის სახვევი
გახსენით ვაშლის ძმარი წყალში პროპორციით 1:1. წაისვით კანზე და შეიხვიეთ ცელოფნით.
სახვევი "ტკბილი ცხოვრება"
წყლის აბაზანაზე 2 ფილა შოკოლადი გაადნეთ. თბილი მასა წაისვით კანზე და შეიხვიეთ ცელოფნით. შოკოლადი კანის შესანიშნავი მატონიზირებელია. შოკოლადის სახვევის ხშირი გამოყენების შემდეგ ლიფტინგის ეფექტი გარანტირებულია!
სახვევი "ცეცხლი"
დაფქული ჯანჯაფილი შეურიეთ ზეითუნის ზეთს, მიღებული პასტა წაისვით კანზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯანჯაფილის ფესვი: გახეხეთ წვრილად. მცენარის გამახურებელი ეფექტის წყალობით ცხიმის სწრაფად იწვის.