10-წუთიანი ვარჯიში სახტუნაოთი: მხიარული ხტუნვა - გზა იდეალური ფორმებისკენ! - Marao

10-წუთიანი ვარჯიში სახტუნაოთი: მხიარული ხტუნვა - გზა იდეალური ფორმებისკენ!

2016-02-08 16:47:09+04:00

სახტუნაო ყველაზე მისაღები კარდიოტრენაჟორია, რომელსაც სათანადოდ არ აფასებენ. თუკი იგი ბოლოს ხელში სკოლაში, ფიზკულტურის გაკვეთილზე გეჭირათ, გირჩევთ შეიძინოთ ეს სასარგებლო ნივთი!

ჯერ ერთი, სახტუნაო არ იკავებს დიდ ადგილს; მეორეც, ხტუნვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ: სპორტულ დარბაზში, სტადიონზე და სახლში.

ხტუნვისგან დადებითი შედეგის მისაღებად გთავაზობთ სრულ სავარჯიშო კომპლექსს.

ვარჯიში სახტუნაოთი

1. 00.00-01.00

დადგით ფეხები მხრების სიგრძეზე, დაიჭირეთ სახტუნაოს ბოლოები ორივე ხელით. იხტუნეთ ერთ ადგილზე, მოხაზეთ სახტუნაოთი რვიანი: მარცხენა მხრიდან მარჯვენა თეძომდე და პირიქით.

2. 01.00-02.00

სათითაო ერთწუთიანი ხტუნვები წინ.

3. 02.00-02.30

მარჯვენა ფეხის ქუსლზე ძალდატანებით, დაატრიალეთ სახტუნაო 2-ჯერ მარჯვნივ. გაიმეორეთ იგივე მარცხენა მხარეს.

4. 02.30-03.30

წინ და უკან ხტუნვა 6-6-ჯერ.

5. 03.30-04.00

კვლავ ვხაზავთ რვიანს, როგორც პირველ პუნქტში.

6. 04.00-05.00

მორიგეობითი ხტუნვა მარცხნივ და მარჯვნივ. ფეხები შეატყუპეთ და გაიმეორეთ 6-6-ჯერ.

7. 05.00-05.30

გაიმეორეთ პუნქტი #3

8. 05.30-06.00

ორმაგი ხტუნვა: ეცადეთ თითო ნახტომში სახტუნაო 2-ჯერ დაატრიალოთ.

9. 06.00-06.30

გაიმეორეთ 8-იანის მონახაზი პირველი პუნქტიდან.

10. 06.30-07.00

მონაცვლეობით: შეტყუპებული ფეხებით და ფეხები მხრების სიგანეზე.

11. 07.00-09.00

სირბილი ადგილზე სახტუნაოს ბრუნვებით.

12. 09.00-10.00

დასასრულ, გაიმეორეთ პუნქტი #3.