შინ მომზადებული კრემი გამონაყრისგან დარჩენილი ნაწიბურების მოსაშორებლად - Marao

შინ მომზადებული კრემი გამონაყრისგან დარჩენილი ნაწიბურების მოსაშორებლად

2016-02-09 11:32:06+04:00

მაკიაჟსა და კოსმეტოლოგიაში ტენდენციები ძალიან სწრაფად იცვლება, მაგრამ ერთი რამ ფაქტად რჩება: ლამაზი, მოვლილი სახე  თვალს ყოველთვის უხარია! სამწუხაროდ, არავინ ვართ დაზღვეული კანის პრობლემისგან, ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ პირველადი დახმარების შესახებ...

თუკი კანზე გამონაყარმა ნაწიბურები დაგიტოვათ, სცადეთ სპეციალური კრემის მომზადება.

ინგრედიენტები:

კაკაოს კარაქი 1/4 ჭიქა

თაფლი 1 სუფრის კოვზი

ზეითუნის ზეთი 1/4 ჭიქა

ლავანდის ზეთი 3-4 წვეთი

მომზადების წესი და გამოყენება:

გაადნეთ კაკაოს და კარაქი წყლის აბაზანაზე, დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები.

როცა მასა გაგრილდება ოთახის ტემპერატურამდე, შედგით მაცივარში 20 წუთით. შეინახეთ კრემი მინის ჭურჭელში.

წაისვით კრემი დილა-საღამოს მასაჟური მოძრაობებით.

მასაჟი ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას, შესაბამისად, გააძლიერებს კრემის მოქმედებას და გარდა იმისა, რომ მოგაცილებთ ნაწიბურებს, კანს მეტად მკვრივსა და ელასტიკურს გახდის.