შავი წერტილების მოსაშორებელ ხალხურ საშუალებებს შორის ყველაზე ეფექტური გახლავთ თიხა. მისგან დამზადებული ნიღბები არა მხოლოდ დახშულ ფორებს წმენდს, არამედ სრულად აჯანსაღებს კანს.
თიხის ნიღბები
1. თეთრი თიხისა და ასპირინის ნიღაბი
გახსენით 1 ჩ.კ. თიხა და ასპირინის 3 დაფქული აბი ცოტაოდენ წყალში. დაიდეთ ნიღაბი კვირაში 2-ჯერ 20 წუთით.

2. თეთრი თიხისა და სალიცილის მჟავის ნიღაბი
სალიცილის მჟავის წყლის ხსნარი შეურიეთ თიხას. წაისვით მიღებული მასა პრობლემურ ადგილებზე. როდესაც იგი გახმება, ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. შავი წერტილების საწინააღმდეგო ინტენსიური ნიღაბი
2-3 ს.კ. შავ თიხას შეურიეთ ბალახეულის ნახარში, დაუმატეთ 1 ჩ.კ. ლიმონის წვენი და 1 წვეთი ეთერზეთი.