როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით (+ვიდეოგაკვეთილი) - Marao

როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი თვალის ფორმის მიხედვით (+ვიდეოგაკვეთილი)

2016-02-11 12:21:39+04:00

ყოველი ჩვენგანი თავისებურად უნიკალურია. არ არსებობს ორი ზუსტად ერთნაირი სახის ნაკვთებიანი ადამიანი. განსაკუთრებით, ეს თვალის ფორმას ეხება. ეს ინდივიდუალური თავისებურებები, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია მაკიაჟის გაკეთებისას.

პირობითად თვალის ფორმას შემდეგ ტიპებად ყოფენ: ნუშის თვალები, ახლოს ჩამჯდარი თვალები, დახრილი თვალები, წინ გამოწეული თვალები, ღრმად ჩამჯდარი თვალები, ჩამოშვებული ქუთუთოები.

კლასიკურად ნუშისებური თვალები მიიჩნევა. მაგრამ მაკიაჟის მეშვეობით შეგიძლიათ შეასწოროთ თვალის ფორმა, მაგალითად, წინ წამოწეული თვალები ვიზუალურად უფრო ჩამჯდარი გახადოთ.

უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩრდილების ფერს: მუქი ჩრდილები ვიზუალურად აპატარავებს თვალის ფორმას, ხოლო ღია – პირიქით, ზრდის.

ნახეთ ვიდეო და ისწავლეთ, როგორ გაიკეთოთ თვალის მაკიაჟი თქვენი ინდივიდუალური ჭრილის მიხედვით.