სამეცნიერო კვლევები ამტკიცებენ, რომ საგარეო ფეხსაცმლით სახლში სიარული ძალიან მავნებელია. მიზეზები საკმაოდ მარტივია. ზოგიერთი ბაქტერია სასარგებლოა ჩვენთვის, მაგრამ კუჭის ვირუსს თუ ავიკიდებთ, მივხვდებით, რომ სხვა სახის ბაქტერიები სასარგებლო ნამდვილად არ არის.
არიზონის უნივერსიტეტის კვლევებმა 400 ათასამდე სხვადასხვა სახის ბაქტერია აღმოაჩინეს ფეხსაცმელზე. კერძოდ, ფეხსაცმლის ძირების 96%-ზე ნაწლავური ჩხირების ბაქტერიათა ჯგუფი იქნა აღმოჩენილი.
"ჩვენ ვაბიჯებთ ისეთ სიბინძურეებს, როგორებიცაა ძაღლისა და ფრინველის განავალი, უამრავ ფაქტერიას საზოგადოებრივ ტუალეტებში - ყველაფერი ეს ნაწლავური ჩხირების წყაროა" - ამტკიცებს ფილოსოფიის დოქტორი, მიკრობიოლოგი, არიზონის უნივერსიტეტის პროფესორი კელი რეინოლდსი.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიები ფეხსაცმლიდან სახლის იატაკზე 90%-99%-ით გადაიცემა.
საზოგადოებრივი ტუალეტების იატაკებზე კვადრატულ მეტრზე 2 მილიონი ბაქტერია აღმოაჩინეს.
ჰიუსტონის უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ ფეხსაცმლის 39%-ზე ბაქტერია C. Diff (Clostridium difficile) აღმოაჩინა, რომელიც თავისი გამძლეობით რიგი ანტიბიოტიკებისადმი ძალიან მდგრადია. ეს ბაქტერიები ჯანმრთელობის გაუარესებას იწვევს, კერძოდ, დიარეას.
სხვა საშიშროება: ტოქსინები
ინსტიტუტის Battelle Memorial კვლევებმა აღმოაჩინა, რომ ფეხსაცმელმა სახლში ტოქსინებიც შეიძლება შეიტანოს. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც მოასფალტებულ ქუჩებთან ახლოს ცხოვრობენ, სიმსივნით დაავადების რისკის ქვეშ იმყოფებიან ასფალტის ზედაპირზე უამრავი ტოქსინის შემცველობის გამო.
"დაფიქრდით წვიმის წყალზე. ფეხსაცმლით ქუჩიდან შემოსულებს წვიმის წყალთან ერთად ბენზინი და სხვა ქიმიური ნივთიერება შემოგაქვთ" - აცხადებს რეინოლდსი.
პრობლემის გადაწყვეტა
არიზონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ფეხსაცმლის გარეცხვა სარეცხი საშუალებებით ბაქტერიებს 90%-ით სპობს. ამასთან, სადეზინფექციო საშუალებებით უნდა მოიწმინდოს იატაკი და ხალიჩები.
მაგრამ ყველა უსიამოვნებისგან თავის არიდების საუკეთესო გამოსავალი ფეხსაცმლის შესასვლელში დატოვებაა.