სანამ გვძინავს, ჩვენი ტვინი და ქვეცნობიერი სიზმრების მეშვეობით სერიოზულ სამუშაოს ასრულებს. ფაქტობრივად, ყოველთვის, როდესაც რაიმე გვესიზმრება, ეს არის გვეცნობიერის მცდელობა, რაღაც მიგვანიშნოს და გაგვაფრთხილოს.
გთავაზობთ სიმბოლოების ჩამონათვალს, რომლებიც ხშირად გვხვდება სიზმრებში და, რა თქმა უნდა, აგიხსნით კიდეც, რას ნიშნავს თითოეული.
1. ყუთები

საიდუმლოები და იმედგაცრუება
- თუ ყუთები გესიზმრებათ, ქვეცნობიერი წუხს თქვენი საიდუმლოებების თაობაზე. შესაძლოა, მათი დამალვა გიჭირთ და გსურთ, ახლობელს გაუზიაროთ ან გეშინიათ, რომ რაღაცას გიმალავენ. თუ სიზმარში ამ ყუთებს ხსნით, ე.ი. დადგა დრო, გაამხილოთ საიდუმლო. თუ ყუთები ცარიელია, ე.ი. თქვენ იმედის გაცრუება გელით.
2. ვარდნა

უკონტროლობა, საშიშროების შეგრძნება, შფოთვა
- ადამიანებს ხშირად ესიზმრებათ, რომ სიმაღლიდან ვარდებიან. ამით ქვეცნობიერი გვამცნობს, რომ ბევრი რამ თქვენს ცხოვრებაში კონტროლს არ ექვემდებარება. მოვიდა დრო, გაამახვილოთ ყურადღება ისეთ მომენტებზე, რაც თქვენში შფოთვას იწვევს. თუ ასეთი მომენტები არ გაქვთ, ე.ი. თქვენი შიშები ირაციონალურია. ასეთ შემთხვევაში მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ.
3. კატები

ქალურობა, ძალაუფლება, სულიერება
- კატები მძლავრი სიმბოლოა. ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ ხშირ კონტაქტს საჭიროებთ ქალთა სქესთან ან იმას, რომ მეტად ქალური უნდა გახდეთ. კატები, ასევე, ღრმა, პირადი სულიერების გამოღვიძებას ნიშნავს.
4. კბილები

სიბერე, ჯანმრთელობა
- უამრავი ადამიანი, რომელთაც კბილები ესიზმრებათ, შესაძლოა გრძნობდეს, რომ მათი ცხოვრება კოშმარს ემსგავსება. კბილები სიბერის ან სიკვდილის შიშს ნიშნავს. ამასთან, ბრძოლის საუკეთესო მეთოდია - იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით და დატკბეთ თითოეული წამით.
5. ჭიანჭველები

მხარდაჭერა, მძიმე სამუშაო, გაღიზიანება
- ჭიანჭველები ნიშნავს იმას, რომ გაღიზიანებული ხართ. გეჩვენებათ, რომ ბევრს მუშაობთ, ცხოვრება კი თქვენ მიღმა მიედინება. მოაგვარეთ პრობლემები უმალვე, ნუ დააგროვებთ მათ. ჭიანჭველები, ასევე, მიუთითებს, რომ თქვენ აფასებთ ურთიერთობებს და ახლობლებს თქვენი იმედი მუდამ აქვთ.
6. თმა

სექსუალურობა, სტატუსი, თავისუფლება
- თუ თმა გესიზმრებათ, ე.ი. თქვენს ცხოვრებაში უამრავი მჭიდრო ფიზიკური კონტაქტია. შესაძლოა, გაღელვებდეთ, რომ პარტნიორს მხოლოდ სექსი აინტერესებს თქვენში. ქვეცნობიერი გეუბნებათ: მიიღეთ საკუთარი სექსუალურობა და ნუ გრცხვენიათ მისი. ასევე, თმა ნიშნავს, რომ თქვენი სოციალური სტატუსი არ გაკმაყოფილებთ.
თუ მხოლოდ გრძელი თმა გესიზმრებათ, ე.ი. მიილტვით თავისუფლებისკენ. დადგა დრო, გათავისუფლდეთ ხელოვნური შეზღუდვებისგან.
7. წყალი

ამბიციები, რისკი, ცვლილებები
- წყალი, როგორც წესი, ესიზმრებათ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ რისკი და ნებისმიერ შანსს ხელიდან არ უშვებენ. თუმცა, შესაძლოა, მოცემულ მომენტში არჩევანის წინ დგახართ: დატოვოთ ყველაფერი, როგორც არის ან შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.
თუ წყალი გამუდმებით გესიზმრებათ, ნიშნავს იმას, რომ მსუბუქი ადამიანი ხართ, რომელსაც ცვლილებების არ ეშინია. თქვენი ცხოვრება მარტივი და მოსახერხებელი იქნება, ყველაფრის მიუხედავად.
8. ფრენა

ოპტიმიზმი და სიმამაცე
- თუ სიზმარში დაფრინავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მზად ხართ, მორიგი თამამი ნაბიჯი გადადგათ ცხოვრებაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაფრინდეთ და თავი დააღწიოთ ყოველდღიურ რუტინას და ეს საშუალებას მოგცემთ, ცხოვრებაში კიდევ უფრო ამაღლდეთ.
9. გზები, ბილიკები

ბედისწერა
- საკუთარ სიცოცხლეს ჩახლართულ გზად აღიქვამთ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. თუ გზები გესიზმრებათ, ე.ი. ქვეცნობიერი გკარნახობთ, რომ მარტივად შეხედოთ ყველაფერს.
თქვენ ბედისწერის გჯერათ და ეს ძალიან კარგია! მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გარისკეთ!
10. ტალახი

ზრდა და უწესრიგობა
- როგორც თქვენმა ავტომობილმა შეიძლება ტალახში იბუქსაოს, ამჟამად ისევე ხართ თქვენც ტალახში მოყოლილი და ამოსვლას ლამობთ. სწორედ ამაზე მეტყველებს თქვენი სიზმრები. დრო გჭირდებათ, რათა ამ წუმპეს თავი დააღწიოთ, მაგრამ მოქმედება ახლავე დაიწყეთ! შესაძლოა, გეშინიათ, რომ ცხოვრებაში უამრავი გადაუწყვეტელი პრობლემა გაქვთ და ეს მზარდი შინაგანი შეგრძნება მოითხოვს იმას, რომ შეცვალოთ ცხოვრების ტემპი.
11. მწვანე ფერი

სიყვარული, ვნება, განკურნება
- თუ სიმწვანე გესიზმრებათ, ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ. გიყვართ სამყარო და გარშემომყოფები და მათგანაც იმავეს გრძნობთ. ქვეცნობიერი გეუბნებათ, რომ თქვენი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოიყენოთ. მწვანე ფერი ასევე ნიშნავს, რომ თქვენ განკურნების მნიშვნელოვანი ემოციური პროცესი გაიარეთ. საბედნიეროდ, ყველაფერი წარსულს ჩაბარდა!
12. სიშიშვლე საზოგადოებრივ ადგილას

განკითხვა
- ალბათ, ბევრს დასიზმრებია, რომ ხალხმრავალ ადგილას შიშველი დგას. სიშიშვლე ნიშნავს განკითხვის შიშს.
შესაძლოა, ახლახან დამცირებასთან დაკავშირებული სტრესი გადაიტანეთ. ქვეცნობიერი გკარნახობთ, რომ მიიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხართ. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: "მე შენ მიყვარხარ!"