თვალის მუქი ჩრდილების წასმა მარტივი არ არის. ის ხშირად არასწორად ნაწილდება ქუთუთოზე და მთელ მაკიაჟს აფუჭებს. განსაკუთრებით ძნელია, როცა ვჩქარობთ და არაფრით არ გამოგვდის თვალების ლამაზად შეღებვა.
თუკი მაკიაჟის წასმის დროს თვალის ჩრდილი გაგედღაბნათ ან არასწორად გამოგივიდათ, ნუ იჩქარებთ მის ჩამოშორებას! გასწავლით ერთ ძალიან მარტივ ხრიკს, რომლის მეშვეობითაც ყველაზე წარუმატებელი მცდელობაც კი ულამაზეს მეიქაფად გადაიქცევა და თქვენი თვალები ერთი ხელის მოსმით მომნუსხველი გახდება.
როგორ წავისვათ სწორად ჩრდილები
დაიმახსოვრეთ, რომ თვალები სულ ბოლოს უნდა დაიხატოთ: თავდაპირველად გაიკეთეთ სახის მაკიაჟი. არ დაივიწყოთ თვალის ირგვლივ ფუძის წასმა: ჯერ დაიპუდრეთ ან წაისვით ქუთუთოებზე პრაიმერი, შემდეგ კი ჩრდილები. აიპრიხეთ წამწამები ტუშით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩრდილებს გაიკეთებთ! ეს მარტივი ხრიკები დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ წარუმატებელი თვალის მაკიაჟი და ჩრდილების თვალზე გადღაბნა. ამასთან, მაკიაჟი მთელი დღის მანძილზე შენარჩუნდება.
ხოლო როგორ უნდა შეასწოროთ გაფუჭებული მაკიაჟი, ამას ვიდეოგაკვეთილში ცნობილი ვიზაჟისტი გასწავლით!