როგორ დავიკლოთ 7 დღეში 10 კგ: წვრილმანებამდე გათვლილი დიეტა - Marao

როგორ დავიკლოთ 7 დღეში 10 კგ: წვრილმანებამდე გათვლილი დიეტა

2016-02-22 11:52:59+04:00

კვერცხის დიეტა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის: ცილა და მიკროელემენტები, რომლებიც კვერცხში შედის, ორგანიზმს გამოფიტვისგან იცავს. ამასთან, ზედმეტი კილოგრამები უკან დაბრუნების გარეშე მიდის!

დიეტის დროს არ მოგიწევთ შიმშილი: კვერცხი საკმაოდ ნოყიერი პროდუქტია. გარდა ამისა, ამ დიეტის საშუალებით გაგიუმჯობესდებათ კანისა და თმის მდგომარეობა!

 

კვერცხის ერთკვირიანი დიეტა

1. ორშაბათი

საუზმე: 2 ფორთოხალი, 2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა უცხიმო რძე.

სადილი: ერთი ჭიქა იოგურტი, 300 გრ მოხარშული ქათმის ფილე.

ვახშამი: 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, 1 მოხარშული კვერცხი, 1 ფორთოხალი.

2. სამშაბათი

საუზმე: 2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი და 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი.

სადილი: 200 გრ ორთქლზე მომზადებული თევზი და 1 გრეიპფრუტი.

ვახშამი: 3 მაგრად მოხარშული კვერცხი.

3. ოთხშაბათი

საუზმე: 2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი.

სადილი: 200 გრ მოხარშული ან მოშუშული საქონლის ხორცი ბოსტნეულთან ერთად, 1 ფორთოხალი.

ვახშამი: 3 მაგრად მოხარშული კვერცხი.

 

4. ხუთშაბათი

საუზმე: 3 კვერცხისა და მწვანილისგან მომზადებული ომლეტი, რძიანი ყავა.

სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, 1 ფორთოხალი.

ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი.

5. პარასკევი

საუზმე: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, სტაფილოს სალათა არაჟნით.

სადილი: 2 უმი სტაფილო და 1 ფორთოხალი.

ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი და 200 გრ ორთქლზე მოხარშული თევზი.

6. შაბათი

საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი, 1 ფორთოხალი.

სადილი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 2 ფორთოხალი.

ვახშამი: ერთი ჭიქა წყალი.

7. კვირა

საუზმე: 2 თოხლოდ მოხარშული კვერცხი, ნახევარი ფორთოხალი;

სადილი: 200 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, ნახევარი ფორთოხალი, 1 ვაშლი.

ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი.

დიეტის განმავლობაში სვით რაც შეიძლება ბევრი წყალი, მწვანე ჩაი და ყავა უშაქროდ. არ დაგავიწყდეთ, გაამრავალფეროვნოთ კერძები სანელებლებით – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სანელებლები არა მხოლოდ აგემრიელებს კერძებს, არამედ ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში!

ეს მენიუ წონაში ჯანმრთელად კლების გარანტია! თუკი რეკომენდაციებსაც გაითვალისწინებთ, ამ 7 დღეში 8-დან 10 კილოგრამამდე დაიკლებთ.

დიეტის დასრულების შემდეგ, უბრალოდ, მოაწყვეთ კვირაში ერთხელ განტვირთვის დღეები, მაგალითად, შაბათის მენიუთი.