ბინის ყიდვა და რემონტი ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ადამიანების ცხოვრებაში.
რემონტის დაწყებისა და დასრულების შუალედში ბევრი გრძელი და დამღლელი დღეა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ როგორი ფერი შევარჩიოთ კედლებისთვის, რომელი პარკეტი ან მეტლახი შევიძინოთ, სად შევუკვეთოთ ხარისხიანი მასალები და სხვა უამრავი დეტალი, რომელიც უამრავ დროს, ენერგიას, ნებისყოფასა და ხარჯს მოითხოვს. რემონტი კი გარდაუვალია ახალი ბინის ყიდვისას...
ყველამ კარგად იცის, რომ ახალაშენებულ სახლში ცხოვრება გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ძველში, სადაც უკვე ცხოვრობდნენ ადამიანები. სწორედ სიახლისა და ხელშეუხებელი სისუფთავის განსაკუთრებული ატმოსფეროა ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ადამიანთა უმრავლესობა უძრავი ქონების შეძენისას უპირატესობას ახალაშენებულ კორპუსებს ანიჭებს. გარემონტებული ბინის ყიდვას თავისი უპირატესობები გააჩნია.
ამ თემაზე სასაუბროდ და რეკომენდაციების მისაღებად, კომპანია ,,მაქრო ქონსთრაქშენის" გენერალური დირექტორის მოადგილეს პროექტების განვითარების, გაყიდვების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, ბატონ ოგუზ ქაან ქარაერს მივმართეთ. ეს არის კომპანია, რომელიც "მწვანე ბუდაპეშტის" საცხოვრებელ კომპლექსში ბინებს დასრულებული რემონტით გვთავაზობს.
- რას გულისხმობს დასრულებული რემონტით ბინის ჩაბარება? რა ხვდება მზად მომხმარებელს, როდესაც ახალ სახლში შედის?
- ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში ბინის შეძენა უკვე შესრულებული სარემონტო სამუშაოებითაა შესაძლებელი. თქვენ შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროს გადახვიდეთ სრულიად ახალ და სუფთა შენობაში, რომელიც თავიდან ბოლომდე მზადაა საცხოვრებლად.
დავიწყოთ იქიდან, რომ ახალაშენებული სახლები განსხვავდება ოთახების ფუნქციური გეგმარებით განლაგებით, სადაც სივრცე მაქსიმალურადაა გამოყენებული.
თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აშენებულ შენობებს, როგორც წესი, მაღალი ჭერი აქვს. მოსახერხებელი, ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა უზრუნველყოფს სახლში სითბოს შენარჩუნებას და ასევე, ახშობს ქუჩიდან შემოსულ ხმაურს. სამშენებლო კონსტრუქციებში გამოიყენება ხმის და თბოსაიზოლაციო მასალები, რაც ხმის დახშობას და ტემპერატურის ბალანსირებას უზრუნველყოფს.
ასეთი ბინები უზრუნველყოფილია მასიური რკინის კარით, მდფ-ის შიდა კარებით, ხშირ შემთხვევაში, ჩაშენებული სამზარეულო-გაზქურით, გამწოვითა და ღუმელით. გაყვანილია სატელეფონო ხაზი. ყოველ ბინაში ინდივიდუალურად მონტაჟდება ინტერკომის სისტემა.
თანამედროვე ელექტროგაყვანილობა უკვე გათვლილია დიდ დატვირთვაზე, ამიტომ არაფრის შეცვლა და გადაკეთება აღარ მოგიწევთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე ცენტრალური გათბობა; წყალგაყვანილობის უახლესი სისტემა; სპეციალური გენერატორი (რომელიც ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოფს ლიფტების სრულფასოვნად მუშაობას, ტერიტორიის და სადარბაზოების განათებას) და წყლის რეზერვუარი (რომლის ნახევარი საკმარისი იქნება 2 დღის მოხმარებისათვის, ხოლო მეორე ნახევარი გათვლილია ფორსმაჟორული სიტუაციისათვის).
იატაკზე იგება ლამინირებული პარკეტი. კედლები და ჭერი შეფითხულია თაბაშირით და შეღებილია წყალმედეგი საღებავით. სამზარეულოს იატაკი მეტლახის კერამიკული ფილებით იფარება. სამზარეულოში დამონტაჟებულია გამწოვი, გაზქურა და ღუმელი, რომელიც იდეალურადაა მორგებული სამზარეულო ოთახის დიზაინს. სააბაზანოს კედლები კაფელის ფილებით იფარება. იატაკზე მეტლახის კერამიკული ფილები იგება. სააბაზანო ოთახში მონტაჟდება საშრობი, ხელსაბანი ნიჟარა, უნიტაზი, აკრილის აბაზანა ან საშხაპე კაბინა, კარადა, პირსახოცისა და ტუალეტის საკიდი.
აივნის იატაკი მოპირკეთებულია კერამო-გრანიტის ფილებით. კედლები კი სილიკონზე დამზადებული წყალმედეგი საფასადე საღებავით იღებება. სადარბაზოებში გათვალისწინებულია დასამუხტი ავარიული განათება და ავარიული გასასვლელი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული ნებისმიერ შენობაში.
ზოგი ფიქრობს, რომ შავი ან თეთრი კარკასის ყიდვისას ფინანსებს დაზოგავს და საერთო ჯამში, ბინა უფრო ნაკლები ფასი დაუჯდება, ვიდრე გარემონტებული ბინის შეძენის შემთხვევაში. საბოლოოდ კი პირიქით გამოდის. ინდივიდუალური რემონტი ხარისხიანი მასალებით და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორის გათვალისწინებით, გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე სამშენებლო კომპანიების მიერ შემოთავაზებული გარემონტებული ბინის ყიდვა. ალბათ, ამიტომაც უძრავი ქონების ბაზარზე, დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება ბინები - დასრულებული რემონტით.