მაღალი წნევა - პრობლემა, რომელიც უამრავი ადამიანისთვისაა ნაცნობი.
წნევის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება გახდეს: უძილობა, მოწევა, ალკოჰოლი, სტრესი, მარილიანი საკვები, ზედმეტი წონა... წნევის დასარეგულირებლად, აუცილებელია კვების რაციონის შეცვლა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე დაფიქრება. და ესეც ყოველთვის როდი შველის... ასაკთან ერთად კი ჰიპერტონიით დაავადების რისკი სულ უფრო იზრდება.
მედიკამენტების მწარმოებლები მხოლოდ იგებენ ამისგან, იგონებენ სხვადასხვა სასწაულმოქმედ პრეპარატს, რომლებიც, სამწუხაროდ, ყოველთვის არ შველის.
ვინაიდან ეს პრობლემა საკმაოდ გავრცელებულია, გთავაზობთ წნევის დასაწევ უნიკალურ და ბუნებრივ მეთოდს, რომელიც სათავეს ჩინური მედიცინიდან იღებს. საკმარისია, იპოვოთ სახეზე ხაზი და დაიზილოთ. მაშ ასე, შევუდგეთ!

როგორ დავწიოთ წნევა
წერტილები #1 და #2
ხაზი იწყება ყურის ბიბილოს ოდნავ ქვევით და გრძელდება დაბლა კისრისკენ, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ნუ დაატანთ ძალას ამ ხაზს, მხოლოდ ნაზად მოუსვით თითების ბალიშები. გაიმეორეთ პროცედურა 10-ჯერ თავის ორივე მხარეს.

წერტილი #3
შემდეგი ხაზი იწყება ყურის ბიბილოს გასწვრივ (ყურიდან დაახლოებით 1 სმ) და მიჰყვება ნახევარწრედ ცხვირამდე. მსუბუქად დაიზილეთ ხაზი ორივე მხრიდან თითის ბალიშებით. მასაჟის დროს მოეშვით და იფიქრეთ დადებით შედეგზე.
ამ სავარჯიშოს 5 წუთში შეუძლია სისხლის მიმოქცევა იდეალურ მდგომარეობამდე მიიყვანოს. იგი სახლის პირობებში წნევის დასაწევი ნატურალური და უსაფრთხო მეთოდი გახლავთ.