მან თავზე წყალბადის ზეჟანგი წაისვა. ვერც კი წარმოედგინა, რომ შედეგი ასეთი შთამბეჭდავი იქნებოდა! - Marao

მან თავზე წყალბადის ზეჟანგი წაისვა. ვერც კი წარმოედგინა, რომ შედეგი ასეთი შთამბეჭდავი იქნებოდა!

2016-02-25 12:33:43+04:00

ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ წყალბადის ზეჟანგი თქვენი შეუცვლელი დამხმარე გახდება. მას ნამდვილი საოცრებების ჩადენა შეუძლია!

წყალბადის ზეჟანგის თვისებები:

წყალბადის ზეჟანგს შეუძლია თეთრი ქსოვილიდან ლაქების ამოყვანა. წაუსვით ლაქაზე ცოტაოდენი სითხე, შემდეგ კი გარეცხეთ. შედეგი ნამდვილად მოგეწონებათ.

დაამატეთ ზეჟანგი იატაკის მოსაწმენდ წყალს. ხის იატაკი ბრწყინვალებას შეიძენს!

მოაპკურეთ მცენარეებზე ზეჟანგის სუსტი ხსნარი (3%-იანი ხსნარის 25 გრ 1 ლიტრ წყალზე) - ამგვარად მცენარეებს სარეველებისგან დაიცავთ.

თავის დაბანამდე, მოამზადეთ წყლისა და ზეჟანგის ხსნარი და წაისვით თავზე. შემდეგ დაიბანეთ ჩვეულებისამებრ. ზეჟანგი თმას ბრწყინვალებასა და მოცულობას შესძენს!

ცივ წყალში დაამატეთ ზეჟანგი და მოათავსეთ ხილი. ეს პესტიციდების მოსასპობი მშვენიერი საშუალებაა.

ზეჟანგის საშუალებით, ავეჯის ყველაზე ჭუჭყიანი ზედაპირიც კი გასუფთავდება.

გამოივლეთ პირის ღრუში წყალბადის ზეჟანგი. ამ მეთოდით ბაქტერიებს გაანადგურებთ და კბილების სიქათქათეს დაიბრუნებთ.

გაიმეორეთ პროცედურა დღეში 3-ჯერ. უნდა გახსოვდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს შესაძლოა ალერგია ჰქონდეს ზეჟანგზე. ამის შესამოწმებლად, კანზე ცოტაოდენი სითხე წაისვით.

გაწმინდეთ მაცივარი ზეჟანგით და თქვენ ამას მუდმივად გააკეთებთ!

ზეჟანგი იოლად ასუფთავებს სააბაზანოს სოკოსგან. მოასხით სითხე პრობლემურ ადგილებს და გააჩერეთ ცოტა ხნით. შემდეგ, ჩვეულებისამებრ, გარეცხეთ.

თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, სახის გასაწმენდად იხმარეთ წყალბადის ზეჟანგი. ეს გამონაყარის საწინააღმდეგოდ შესანიშნავი საშუალებაა.

ყურების გასაწმენდად, ზეჟანგის მცირე რაოდენობა მოურიეთ ზეითუნის ზეთთან.

ფეხის სოკოს სამკურნალოდ, მოამზადეთ წყლისა და ზეჟანგის ხსნარი და მოათავსეთ ფეხები.

ზეჟანგი კარგად უმკლავდება პირსახოცის ლაქებს და უბრუნებს მას უწინდებურ იერს.

ზეჟანგი ასევე, შესანიშნავი საშუალებაა აკვარიუმის წყალში სოკოს საწინააღმდეგოდ. ნუ შეშინდებით, იგი თევზებს არ ავნებს.

სახლის დალაგებისას, გამოიყენეთ ზეჟანგი და დაივიწყეთ ნებისმიერი უსიამოვნო სუნის არსებობა!