თითქოსდა, რა შეიძლება იყოს არასწორი ჩვეულ რიტუალში, როგორიც თავის დაბანაა, მაგრამ სტილისტები ირწმუნებიან, რომ თავის მუდმივად არასწორად დაბანას შეუძლია უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს, მაგალითად, თმის ცვენა და გამოშრობა.
როგორ დავიბანოთ თავი სწორად
სანამ შამპუნს წაისვამთ, კარგად გაივლეთ თმა. ამგვარად, თმის ქერცლი უკეთ გაიხსნება და შამპუნსაც მეტი ეფექტი ექნება.
გრძელი თმის მფლობელთათვის: თმის ბოლოების გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, გამოიყენეთ კონდიციონერი. უბრალოდ, წაისვით ბოლოებზე დაბანამდე.
დიდი ოდენობით შამპუნის გამოყენება - დაუშვებელი შეცდომაა. თმას რომ არ ავნოთ, უბრალოდ, დაისხით ხელისგულზე ¾ ს.კ. შამპუნი, გახსენით ცოტაოდენ წყალში და ააქაფეთ.
თქვენი მოძრაობები ნაზი და ფრთხილი უნდა იყოს.
შამპუნი წაისვით მხოლოდ ერთხელ.
მარკეტოლოგების პოპულარული ხრიკი, რომ შამპუნი აუცილებლად 2-ჯერ უნდა წაისვათ, აზრს მოკლებულია, თუ თავს ყოველდღე ან ყოველ მეორე დღე იბანთ.
მას შემდეგ, რაც კონდიციონერს ჩამოიბანთ, გაავლეთ თმა ცივ წყალში. ამ გზით, თმას ბზინვარებას შესძენთ.