თევზები ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშანია. მათ პლანეტა პლუტონი მართავს. მათი ძლიერი მხარეებია: თანაგრძნობა, ინტუიცია, დამოუკიდებლობა, სიბრძნე, უნიკალური შემოქმედებითი ნიჭი.
სუსტ მხარედ შეგვიძლია დავასახელოთ მათი მიმნდობი ხასიათი, რეალობისგან გაქცევა, ემოციურობა. თევზებს "ზოდიაქოს მეოცნებეებს" ეძახიან.
აი, 7 მიზეზი, რატომ არის მათთან ურთიერთობა რთული, მაგრამ საინტერესო:
ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანი
ზოდიაქური ციკლის ბოლო ნიშანია და მასში წინა 11 ნიშნის ნიშან-თვისებები აქვს აღებული. ამიტომაც არის, რომ თევზებს ძალიან უჭირთ გადაწყვეტილებების მიღება. ხასიათის ზოგიერთი თვისება კონფლიქტშია ერთმანეთთან. ამის გამო კი მათი გაგება რთული.
მუდამ ნადირობენ ახალ შთაბეჭდილებებზე
ბუნებით ავანტიურები არიან. თევზები მუდამ ეძებენ ახალ გამოცდილებას ან ადამიანებს. მუდმივი მოძრაობა ხელს უშლის ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბებას. თუ თევზებთან ხანგრძლივი ურთიერთობა გსურთ, გახსოვდეთ, რომ თავგადასავლები კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. ნუ შეგეშინდებათ მოგზაურობის, განცდების გაზიარება კი კიდევ უფრო შეგაკავშირებთ მათთან.
შემოქმედებითი ნატურა
"ზოდიაქოს მეოცნებეები" - მათი მეორე სახელია. ძალიან ჭკვიანები არიან, შემოქმედებითები და წარმოსახვითები. ახასიათებთ პრობლემების დრამატიზება.
ემპათიურები
ინტუიტიურები და შემოქმედებითი ნატურები არიან, რაც თანაგრძნობის ძლიერი გრძნობებს ქმნის. მათ შეიძლება სხვისი ემოციები საკუთარივით განიცადონ. თუმცა, ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება შინაგანი დაძაბულობა შეუქმნან.
ბუნებრივი ინტროვერსია
თევზები, როგორც წესი, ინტროვერტები არიან. მათ უჭირთ იყვნენ ბუნებრივები, როცა გარშემო უცხო ადამიანები ახვევიათ, ან უჩვეულო გარემოში; ახალ სიტუაციაში ხვდებიან. ეს შინაგანი კონფლიქტი ხშირად ხელს უშლით, ისე გადმოსცენ საკუთარი ემოციები, გრძნობები და აზრები, როგორც სურთ.
უჭირთ ემოციების კონტროლი
ამაყები და მუდამ სხვისი დამხმარეები არიან. სხვისი განცდებს საკუთარივით განიცდიან და ემოციური დატვირთვას ხშირად ვერ უძლებენ. სრულიად უცხო ადამიანის გამო ოკეანის გადალახვა შეუძლიათ.
ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის
აკეთებენ ყველაფერს, რათა დამოუკიდებლობას მიაღწიონ. მათ სიამაყის გამო უჭირთ ვინმესთვის დახმარების თხოვნა.
თუ თავად ხართ თევზები, აკონტროლეთ საკუთარი შესაძლებლობები და რესურსები. გახსოვდეთ, რომ თქვენი მეგობრები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან, პირიქით, სიამოვნებით დაგეხმარებიან. თუ თქვენ გყავთ მეგობარი თევზები, დახმარება ისე უნდა შესთავაზოთ, რომ მათ ღირსება არ შეულახოთ. აგრძნობინეთ, რომ მათ მიმართ პატივისცემის გრძნობა გაძლევთ დახმარების შეთავაზების უფლებას.