"ოსკარების" დაჯილდოების 88-ე ცერემონიალის მთავარი ინტრიგა, როგორც იქნა, წუხელ გაიხსნა: ცნობილი გახდა 2016 წლის საუკეთესო მსახიობის ვინაობა და, ალბათ, ბევრს არ გაჰკვირვებია ამ სახელის გაგონება.
დიახ, ლეონარდო დიკაპრიო, როგორც იქნა, "ოსკარის" მფლობელია!
დიდი ხნის საოცნებო ჯილდო მსახიობმა ალეხანდრო გონსალეს ინარიტუს ფილმ "გადარჩენილში" შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო.

უნდა აღინიშნოს, რომ წელს ლეონარდო "ოსკარზე" მეექვსედ იყო წარდგენილი. აქედან პირველად ოცი წლის წინ – 1994 წელს, როცა ჯერ კიდევ 20 წლის მსახიობმა ნომინაცია მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო.
წელს ისევ ვერ აიღო "ოსკარი" ქარიზმატულმა ირლანდიელმა მაიკლ ფასბენდერმა სტივ ჯობსის როლის მართლაც საუკეთესოდ შესრულებისთვის. ვერ გაიმეორა შარშანდელი ტრიუმფი ედი რედმეინმაც, მიუხედავად საკმაოდ პროვოკაციული როლისა ფილმში "დანიელი გოგო".
ნომინაციაში "მამაკაცის საუკეთესო როლი" წარდგენილები იყვნენ:
ბრაიან კრენსტონი – "ტრამბო"
მაიკლ ფასბენდერი – "სტივ ჯობსი"
მეთ დეიმონი – "მარსელი"
ედი რედმეინი – "გოგონა დანიიდან"