საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადამიანისა და ცხოველის ხასიათი და მანერა იდენტურია. გაიგეთ, რომელი ცხოველის ხასიათს შეესაბამება თქვენი.
მგელი

მონადირეა, რომელიც მუდამ აღწევს მიზანს. ზრუნავს ოჯახზე. არ ადარდებს, რას ფიქრობს და გრძნობს სხვა. მგელი დაუნდობელია, როცა საკუთარის დაცვა უწევს. იშვიათად უხსნის გულს ვინმეს. უემოციოა, ამიტომ ვერასდროს მიხვდებით, რას ფიქრობს გულის სიღრმეში. თუ მისი მტრის სიაში მოხვდით, დატკბით ცხოვრების თითოეული მომენტით, რადგან არავინ იცის, როდის დაგესხმებათ ის თავს. მგელი წყენას არავის პატიობს.
მგელს შეესაბამება: თხის რქა, ვერძი, მშვილდოსანი, მერწყული, კირჩხიბი.
ლომი

დიდი კატა. ამაყი და მედიდურია, ფიზიკურად კარგადაა განვითარებული. მუდამ მზადაა გმირობის ჩასადენად. იბრძვის პირველობისთვის და მწვერვალზე ყოფნისთვის. არ უყვარს წაგება. მუდმივი გამარჯვებულია. დაბადებიდან ლიდერი და ხელმძღვანელია. უყვართ ფუფუნება და სიმდიდრე. ესთეტიკური სიამოვნება უნდა მიანიჭოს ყველაფერმა, რაც გარს აკრავს. ლომი იყო და იქნება მეფე. მონების მიმართ ლოიალური დამოკიდებულება აქვს.
ლომს შეესაბამება: ლომი, მორიელი, თხის რქა.
ძაღლი

ერთგული და საიმედო მეგობარია. ინტელექტუალია, კარგი მოსაუბრე, დამცველი. სამართლიანია და არც საკუთარ თავს და არც საყვარელ ადამიანს არავის დააჩაგვრინებს. მისი მთავარი ნიჭია ყურადღებით მოუსმინოს მოსაუბრეს და გაერკვიოს, რა სჭირდება მას. ძაღლს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუმცა საჭირო დროსა და ადგილას გამოჩენა სჩვევია.
ძაღლს შეესაბამება: კურო, ქალწული, სასწორი, თევზები.
მელა

გარეგნულად ძალიან კეთილგანწყობილია გარშემო მყოფების მიმართ, მაგრამ შინაგანად დაუნდობელია. მელა ყველა კონტინენტზე, ქვეყანასა თუ ქალაქში გვხვდება. მას მიმზიდველი, მდიდრული გარეგნობა აქვს. პირადი კეთილდღეობის გამო ცბიერი საქციელის ჩადენას არ მოერიდება. თავისუფლად შეუძლია მიისაკუთროს ის, რაც მოეწონება. აქვს უნარი, ყველას შეაყვაროს თავი. ის ბუნებით ნამდვილი ქალია. ლამაზი, ცბიერი, ხანდახან კი დაუნდობლად საშიში.
მელას შეესაბამება: ტყუპი, მორიელი, თევზები, სასწორი.
კატა

შინაური ცხოველი, რომელიც დაცვას საჭიროებს; ზოგჯერ სიამოვნებისგან კრუტუნებს, ზოგჯერ ბრჭყალებსაც აჩენს. არ უყვართ განშორება. თუ სათანადო სითბოსა და ყურადღებას არ მიიღებს, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეს. არავის აპატიებს დაჩაგვრას და სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდით. თუ კატა ცუდ ხასიათზეა, ამის დამალვას არც შეეცდება. ეცადეთ, გაამხიარულოთ, სიყვარულით მოექცეთ.
კატას შეესაბამება: თევზები, ქალწული, სასწორი.
ცხენი

ქედმაღალი, ლამაზი და სიცოცხლის მოყვარული ცხოველია. იცის, რა არის მოდაში, როგორ მიიქციოს საჭირო ადამიანების ყურადღება და ვინ უნდა იყოს მის გვერდით. ცხენი სილამაზისა და ჭკუის იდეალური კავშირია. მათ დინამიკა, სისწრაფე სჭირდებათ. პარტნიორის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ცხენს უყვარს სიცოცხლე, უყვარს გართობა და წარუმატებლობის შემთხვევაში, მუდამ აქვს ცხოვრების თავიდან დაწყების ახალი იდეა.
ცხენს შეესაბამება: ტყუპი, თევზები, სასწორი.