ალბათ, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომ ჩვენს ორგანიზმში ბუდობს Helicobacter pylori - სპირალის მაგვარი გრამუარყოფითი ბაქტერია, რომელიც კუჭის არესა და თორმეტგოჯა ნაწლავს აინფიცირებს.
ეს გახლავთ განსაკუთრებული ბაქტერია, რომელიც არავითარ სიმპტომს არ გამოავლენს ორგანიზმში მოხვედრისას. იგი ჭუჭყიანი ხელებიდან და საკვებიდან გადადის. დროულად თუ არ ვიმკურნალეთ, მან შეიძლება პეპტიკური წყლული და კუჭის სიმსივნეც კი გამოიწვიოს!
მუცლის შებერილობა: მიზეზები და მკურნალობა

როგორ შევიტყოთ ამ ბაქტერიის შესახებ? პილორი შესაძლოა ოდნავ შესამჩნევი სიმპტომებით გამოვლინდეს: მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი და დისკომფორტი კუჭში. როგორც წესი, ამ ნიშნებს აღვიქვამთ, როგორც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.
პილორის შეუძლია არამხოლოდ საკვების მომნელებელი სისტემის გაფუჭება, არამედ ხასიათისაც. იგი ამცირებს ტვინში სეროტონინის შემცველობას, რაც დეპრესიას და ნევროზს იწვევს.
საბედნიეროდ, პილორით გამოწვეული დაავადებები მკურნალობას ექვემდებარება. დაიცავით კვების რეჟიმი, მიიღეთ დიდი ოდენობით ვიტამინები А, С, Е და თუთია, რათა კუჭს ზედმეტი დატვირთვა აარიდოთ.
ასევე რეკომენდებულია პრობიოტიკების მიღება, როგორებიცაა ლაქტობაცილები და ბიფიდობაქტერიები. დაბოლოს, ნუ დაივიწყებთ ჰიგიენის შესახებ: გულმოდგინედ დაიბანეთ ხელები გარედან შინ შემოსვლისას და ჭამის წინ. სასმელი წყალი შეიძინეთ მაღაზიაში ან ჩაუტარეთ ფილტრაცია სახლის პირობებში.
სასმელი მუცლის შებერილობის წინააღმდეგ:
ინგრედიენტები
• 1 ლიმონი
• 1 კიტრი
• 1 ს.კ. ალოეს წვენი
• 1 კონა ქინძი ან ოხრახუში
• 0,5 ჭიქა წყალი
სასმლის მომზადება იოლია: მოურიეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერის მეშვეობით.
ეს საშუალება ძალზე სასარგებლოა საკვების მომნელებელი სისტემისთვის, თქვენ უმალვე იგრძნობთ შედეგს სასმლის პირველი მიღებისთანავე. ყველა ინგრედიენტი გაერთიანებულია საიმისოდ, რომ დაარეგულიროს მეტაბოლიზმი და დაწვას ზედმეტი ცხიმი ძილის დროსაც კი.