ფეხსაცმლის ქუსლი ქალის ხასიათს ამოხსნის - Marao

ფეხსაცმლის ქუსლი ქალის ხასიათს ამოხსნის

2016-03-09 11:56:07+04:00

ადამიანის ხასიათის ამოცნობა სხვადასხვა ნივთით შეიძლება. ახლა კი ფეხსაცმლის ჯერი დადგა.

1. მაღალი ქუსლი

ასეთ ქუსლიან ფეხსაცმელს ირჩევენ გოგონები, რომლებსაც ქვეცნობიერად სურთ, ყველაზე მაღლა გამოჩნდნენ. ხშირად ეს დაბალ თვითშეფასებაზე მიუთითებს. მათ თვითდამკვიდრება სურთ. მეორე მხრივ, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უყვართ გოგონებს, რომლებსაც სურთ, ხაზი გაუსვან საკუთარ სილამაზეს. მათ უყვართ წესების დარღვევა და არაფრად მიიჩნევენ სტერეოტიპებს.

2. ე.წ. შპილკა

მას, როგორც წესი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი იცვამს. მან იცის საკუთარი თავის ფასი. ადვილად ურთიერთობენ და უმეგობრდებიან უცხო ადამიანებს.

3. ქუსლიანი პლატფორმა

საკუთარ თავში, სილამაზეში დარწმუნებული ქალი პლატფორმიან ფეხსაცმელს აირჩევს. მას შეუძლია მყარად და ბოლომდე დაიცვას საკუთარი აზრი, პოზიცია, თუმცა ზოგჯერ პლატფორმაფეხსაცმლიანი ქალბატონები ამოუცნობები არიან.

4. ფეხსაცმელი პლატფორმაზე

რომანტიკული და პრაქტიკული გოგონას საყვარელი ფეხსაცმელია. ფსიქოლოგების აზრით, ისინი დასახული მიზნის მისაღწევად უკან არასოდეს დაიხევენ.

5. დაბალი "ტანგეტკა"

მის მფლობელს მშვიდი ხასიათი აქვს. რბილი და მოქნილია. შეუძლია ნებისმიერ სიტუაციასა და ადამიანს მოერგოს. მუდამ ეძებს კომპრომისს. მასთან ადვილია საუბარიც და მეგობრობაც.

6. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი

ძლიერი ქალი უპირატესობას დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ანიჭებს. ყოველთვის იცის, რა უნდა, თუმცა არც დეპრესიაა მისთვის უცხო ხილი.

7. სპორტული ფეხსაცმელი

ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ კონტაქტი. არ უჭირთ ადამიანებთან დამეგობრება. თუმცა აფრთხობთ ცვლილებები და საკმაოდ კონსერვატულებიც არიან.