თვალები – სულის სარკეა. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ქალები სხვადასხვა საშუალებას მიმართავენ, რათა თვალები მეტად მეტყველი და გამომსახველი გახადონ.
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც გიკარნახებთ, როგორ გაუსვათ სწორად ხაზი თვალების სილამაზეს.
გამოკვეთეთ წარბები
ლამაზი წარბი – სახის მთავარი მშვენებაა. მისი ხაზგასმა ფანქრის მეშვეობით, ცვილით ან ჩრდილებით არის შესაძლებელი.
გამოიყენეთ ჰაილაიტერი

ჰაილაიტერი – ეს არის საშუალება, რომელიც კანს სიბზინვარეს ანიჭებს. იმისათვის, რომ თვალები მეტად გამოვკვეთოთ, წაისვით ჰაილაიტერი თვალის შიდა კუთხეებში და წარბის კონტურზე.
დაიხატეთ ისრები

ისრები არასოდეს გადავა მოდიდან. ამიტომაც აიღეთ ხელში ფანქარი ან ლაინერი და ისწავლეთ ლამაზი, აზიდული ისრების დახატვა.
გაიკეთეთ "დაბინდული" მაკიაჟი

Smoky-eyes – ერთ-ერთი პოპულარული თვალის მაკიაჟია. ის ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ და გამოხედვას ბევრად იდუმალსა და მომხიბვლელს გახდის.
არ დაივიწყოთ თეთრი ფანქარი

იმისათვის, რომ თვალები ვიზუალურად უფრო დიდი გამოჩნდეს, თვალის შიდა კუთხეში დაისვით თეთრი ფანქრით წერტილი, შემდეგ კი ოდნავ გადღაბნეთ. კიდევ ერთი მეთოდი, რათა თვალები უფრო გამომხატველი გახდეს – თვალის შიდა ხაზზე, ქვედა წამწამების ქვეში წაისვით თეთრი ფანქარი (თვალის შიდა კუთხიდან გარეთამდე).
აიპრიხეთ წამწამები სწორად

სპეციალური მაშის მეშვეობით აიხვიეთ წამწამები ისე, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს.
დაიგრძელეთ წამწამები

იმისათვის, რომ წამწამები მეტად გრძელი გახდეს, აიღეთ ტუში, აიხედეთ მაღლა და ამოძრავეთ ფუნჯი წამწამის ძირებიდან წვერების მიმართულებით. შემდეგ დაიკავეთ ფუნჯი ვერტიკალურად და თითოეული წამწამი დავარცხნეთ.
ტუჩებზე ღია ფერის პომადა წაისვით

თუკი გსურთ, თვალებზე გააკეთოთ აქცენტი, არ გამოიყენოთ მუქი, მყვირალა ფერის პომადა. პერლამუტრი ტონის ან ღია ფერის პომადა თვალებს უფრო გამოკვეთავს.