როგორ დავიკლოთ წონაში ლიმონისა და ჯანჯაფილის მეშვეობით? – 5 სუპერრეცეპტი - Marao

როგორ დავიკლოთ წონაში ლიმონისა და ჯანჯაფილის მეშვეობით? – 5 სუპერრეცეპტი

2016-03-24 12:10:14+04:00

თუკი დაფიქრებულხართ, როგორ აჯობებს დაიკლოთ წონაში, უპირველეს ყოვლისა, გირჩევთ, შეცვალოთ ჩვევები: მიაქციეთ ყურადღება ჯანსაღ კვებას, ცხოვრების აქტიურ წესს, გაამდიდრეთ რაციონი სპეციალური სასარგებლო დანამატებით - ბალახეულის ნაყენებით, ხილით, რომელიც წვავს ცხიმს, სამკურნალო მცენარეებით.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ გამოიყენოთ ლიმონი და ჯანჯაფილი ზედმეტი წონის მოსაცილებლად.

1. ლიმონიანი თბილი წყალი დილაობით

ლიმონიანი თბილი წყალი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ეს გახლავთ ტოქსინების გამოდევნის შესანიშნავი საშუალება. ასევე, მისი წყალობით მიიღებთ C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების ულუფას, დაწვავთ ცხიმს. სასმელი დაგეხმარებათ მუცლის შებერილობის, კუჭის ტკივილისა და შეკრულობის დროს.

2. ლიმონის წვენი, კაიენური წიწაკა და ნეკერჩხლის სიროფი

ეს სასმელი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ე.ი. მისი წყალობით კალორიები სწრაფად იწვება. დაიცავით დიეტა 10 დღის განმავლობაში. დალიეთ დღეში 3 ჭიქა: საუზმეზე, სადილისა და ვახშმის წინ.

გაწურეთ ლიმონი, დადგით ნელ ცეცხლზე და დაამატეთ მწიკვი კაიენური წიწაკა და ერთი კოვზი ნეკერჩხლის სიროფი. გადმოდგით გაზქურიდან. შემდეგ დაამატეთ 3 ჭიქა წყალი.

3. ჩაი ლიმონით, პიტნითა და თურინჯით

ამ სასმლის მომზადება იოლია და იგი ძალზე სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. მისი მიღება შეგიძლიათ დღეში ორჯერ. გაწურეთ ერთი ლიმონი და ნახევარი თურინჯი. შეურიეთ ერთმანეთს და ჩაასხით ჩაიდანში. დაამატეთ ცხელი წყალი. შემდეგ დაამატეთ ლიმონის ცედრა და 2 ღერი პიტნა. წამოადუღეთ. მზა სასმელს შეგიძლიათ დაუმატოთ თაფლი.

4. ლიმონისა და ჯანჯაფილის სასმელი

ამ სასმელს უამრავ დიეტაში იყენებენ. მისი წყალობით შესაძლებელია ცხიმის დაწვა, საჭმლის მონელების გაუმჯობესება, მუცლის შებერილობისა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნა.

გამოწურეთ 2 ლიმონი, დაუმატეთ გახეხილი ჯანჯაფილის ფესვი და დადგით ნელ ცეცხლზე. როგორც კი სასმელი დუღილს დაიწყებს, ჩაასხით 1 ლიტრი წყალი და ლიმონის ცედრა. მიიღეთ სასმელი ყოველი ჭამის წინ.

5. მწვანე ჩაი ჯანჯაფილით

ეს სასმელი განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით. უმჯობესია იგი მიიღოთ საღამოს, სადილის შემდეგ. ცნობილია, რომ მწვანე ჩაის გააჩნია თვისებები, რომლებიც ეხმარება ზედმეტი წონის მოცილებაში. ასევე, იგი  სისხლში ქოლესტერინის დონეს დაბლა სწევს და აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. ჯანჯაფილთან შეხამებაში იგი ჯანმრთელობისა და სხეულის მოვლის შესანიშნავი საშუალება გახდება. დატკბით ამ შესანიშნავი სასმლით!