ბიჭებთან ყველაფერი მარტივად არის: დაისველა თმა, გადაისვა სავარცხელი და ვარცხნილობა მზად არის. სხვა საქმეა – გოგონები! რა შეუძლია დედას მოუხერხოს ქალიშვილის თმას, როცა დილით სულ ცოტა დრო აქვს?
ყველაზე მარტივი ვარიანტია – უკვე მობეზრებული კუდი ან ჩვეულებრივი ნაწნავი. მაგრამ არ დაიჯერებ და ნაწნავი შეიძლება გადააქციო ყველაზე ელეგანტურ ვარცხნილობად, თუკი მას სწორად ჩაწნავ. ასეთი სილამაზე არა მხოლოდ ყოველდღიურად, არამედ სადღესასწაულოდაც გამოდგება. თანაც, ამისთვის მხოლოდ 3 წუთი დაგჭირდებათ.
ვიდეოგაკვეთილში იხილეთ, როგორ გაუკეთოთ ლამაზი და ორიგინალური ნაწნავი თქვენს გოგონას. ჩაინიშნე!