ჭურჭლის რეცხვას რა უნდა? ეს ხომ ყველაზე მარტივი პროცედურაა და წესები არ უნდა სჭირდებოდეს. წესები მართლაც ზედმეტია, სამაგიეროდ, არსებობს გარკვეული ნიუანსები, რომელთა ცოდნაც საჭიროა. მით უმეტეს, ახალბედა დიასახლისებისთვის, რომლებსაც ჯერ საოჯახო საქმეებში დიდი გამოცდილება არა აქვთ.
შეცდომები შეიძლება ჭურჭლის რეცხვის დროსაც დაუშვათ.
1. თანამედროვე სარეცხი საშუალებები ჭურჭელს ადვილად არ ეცლება. მათში შემავალი ნივთიერებები ხვდება საკვებში, საკვებიდან კი ჩვენს სხეულში, სადაც გაუთვალისწინებელ ცვლილებებს იწვევენ. ამიტომ ზედმეტი სისწრაფე არ არის საჭირო. მშვიდად გაავლეთ. უკეთესია, თუ ორჯერაც გაავლებთ.
2. ცხიმი, რომელიც ქვაბის ან ტაფის ფსკერზე შემორჩა, ნიჟარაში არ ჩაღვაროთ, არც უნიტაზში. ჯობია ხელსახოცით მოაშოროთ და ნაგავში გადააგდოთ. თანამედროვე ზეთები, კარაქი თუ მარგარინი უცნაურ წებოვან ნადებს ტოვებს, რომელიც ნიჟარის მილში პრობლემებს შეგიქმნით. ნიჟარიდან ამოდის უსიამოვნო სუნიც. ამიტომ ჯერ მოაცილეთ ცხიმი ჭურჭელს და შემდეგ გარეცხეთ.
3. ნუ დაელოდებით, როდის დაკარგავს ფერსა და მთლიანობას ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი. ის უფრო ადრე უნდა გამოცვალოთ, სანამ სუნი გაუჩნდება. ამ დროს ის ბაქტერიების წყაროა და გასუთავების მაგივრად, აბინძურებს ჭურჭელს. ღრუბელს ე.წ. ბადის ტიპის ქსოვილის გამოყენება ჯობია, რომელსაც მიკრობების დაგროვების ნაკლები რისკი ახლავს და ბევრად უფრო ეფექტურად აშორებს ჭუჭყს. სრულად...