იცით, რატომ არის ვაშლის ძმარი სახის კანისთვის სასარგებლო? დაემშვიდობეთ ტოქსინებს, ეგზემასა და ასაკობრივ ცვლილებებს! - Marao

იცით, რატომ არის ვაშლის ძმარი სახის კანისთვის სასარგებლო? დაემშვიდობეთ ტოქსინებს, ეგზემასა და ასაკობრივ ცვლილებებს!

2016-03-26 15:16:11+04:00

თანამედროვე კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ვაშლის ძმარი საუკეთესო საშუალებაა ექზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

რატომ არის ვაშლის ძმარი კანისთვის სასარგებლო?

• ვაშლის ძმარი წამოადგენს მჟავის შესანიშნავ წყაროს - რძის, ვაშლისა და ძმრის, რომელთაც ანტიბაქტერიალური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. ეს გეხმარებათ კანის ინფექციასთან ბრძოლაში, აქრობს ანთებასა და ქავილს.

• შეიცავს ბეტა-კაროტინს, რომელიც სწრაფად აღადგენს კანის ქსოვილებს.

• ასევე წარმოადგენს კალიუმის შესანიშნავ საბადოს, რომელიც აღადგენს рН ბალანსს და ებრძვის ალერგიას.

• მდიდარია სასასარგებლო მინერალებითა და ვიტამინებით, მათ შორის პექტინით, ნატრიუმით, მაგნიუმით, კალიუმით, რკინითა და ფოსფორით.

• მდიდარია უჯრედისით, რომელსაც გამოჰყავს ეგზემის გამომწვევი ტოქსინები.

ვაშლის ძმრისა და წყლის ხსნარის დილაობით გამოყენების 5 მიზეზი

• იგი შეიცავს ალფა-ჰიდროქსილურ მჟავებს, რომლებიც აქრობენ ასაკობრივ ლაქებს

• ეს ხსნარი დაგეხმარებათ აკნესთან ბრძოლაში იმაზე ეფექტურად, ვიდრე ძვირად ღირებული კოსმეტიკური საშუალებები.

• შესანიშნავია рН ბალანსისთვის

• ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას

• მისი რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნის პროცესს და კანს ახალგაზრდობას უბრუნებს.

ვაშლის ძმრისა და წყლის ხსნარი

მასალა:

• 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი

• 1 ჭიქა წყალი

• 3 ბამბის დისკი

ინსტრუქცია:

1. შეურიეთ ძმარი და წყალი

2. ბამბის დისკის მეშვეობით წაისვით ხსნარი სახეზე

3. გაიმეორეთ რეგულარულად, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ.

ყურადღება! თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, გამოიყენეთ 1 ჩ.კ. ვაშლის ძმარი და ½ ჭიქა წყალი.