დადგა გაზაფხული და ალბათ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, ფერად ტანსაცმელში კარგად გამოვიყურებოდეთ.
ზამთარი თმას გვიშრობს, სახის კანს ვიტამინები და გამოცოცხლება სჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეპილაცია, განსაკუთრებით, წელიწადის ამ დროს. ეს ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ ადრე ფუფუნება იყო, ახლა თავის მოვლა ხელმისაწვდომია ფასდაკლების საიტების საშუალებით.
ფასდაკლების საიტებზე ახლა ყველაზე დიდი მოთხოვნა ესთეტიკის ცენტრებისა და გასახდომი პროცედურების აქციებზეა. განსაკუთრებით, მარტის 20 რიცხვიდან იწყება აქტიური გაყიდვები. დიდია მოთხოვნა ასევე ფიტნესის ხაზზე. თითოეულ ესთეტიკისა თუ ფიტნესცენტრში დღეში თითქმის 120 ფასდაკლებული მომსახურება იყიდება. აპრილსა და მაისში ეს ციფრი ერთიორად იზრდება.
ზღვის სეზონის დადგომამდე, კარგი ამინდების გამოსვლისთანავე, გვიწევს თბილ ტანსაცმელთან განშორება. შესაბამისად, ვისაც გარუჯვა უყვარს, მაშინვე იწყებს ზრუნვას ამისთვის. სწორედ ამიტომ აპრილის დასაწყისშივე იწყება ბუმი სოლარიუმის ფასდაკლების კუპონებზე. ზღვის სეზონის მოახლოებასთან ერთად კი აქტუალური ხდება ეპილაციები.
როცა საქმე ესთეტიკასა და თავის მოვლას ეხება, აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურება. დაახლოებით 2-3 წლის წინ, როცა ფასდაკლების საიტები ახალი ხილი იყო, ბევრი არიდებდა თავს ესთეტიკური მომსახურების მსგავს საიტებზე შეძენას. მაშინ ასეთი დიდი არჩევანი არ იყო, რადგან მაღალი ხარისხის მქონე კომპანიები არ ანთავსებდნენ მომსახურებას ფასდაკლების საიტებზე.
თუმცა ახლა ტენდენცია შეიცვალა, ბაზარი განვითარდა, გაჩნდა კონკურენცია და კომპანიებიც მიხვდნენ, რომ მსგავსი კონკურენციის პირობებში თუ არ გამოჩნდებიან ფასდაკლების საიტებზე, ისინი უბრალოდ დამარცხდებიან. შესაბამისად, დღეს ასეთ საიტებზე გვხვდება ისეთი მაღალპროფესიონალური ცენტრები, როგორებიც არის, მაგალითად, "ლოტუსი" და "ნატალი".
როგორც "ლოტუსის" წარმომადგენელმა გვითხრა, ისინი ექსკლუზიურად თანამშრომლობენ ფასდაკლებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საიტთან, hotsale-თან და ამ თანამშრომლობის წყალობით, მომხმარებელი იღებს ძვირად ღირებულ მომსახურებებს საკმაოდ მისაღებ ფასად. თუ, მაგალითად, "ლოტუსში" სახის ულტრაბგერითი ღრმა წმენდა 260 ლარი ღირს, ამ მომსახურების შეძენა hotsale-ზე მომხმარებელს 55 ლარად შეუძლია. ფიტნესის აბონემენტი 160 ლარის ნაცვლად 49 ლარი ღირს. ასევე, მაგალითად, სალონი "ნატალის"" შემთხვევაში სოლარიუმის მომსახურება 50 ლარის ნაცვლად 30 ლარად არის შესაძლებელი.
კომპანია hotsale-ის ხელმძღვანელი თათული ზაკალაშვილი:
"2-3 წლის წინ, როცა ფასდაკლების საიტები ჯერ კიდევ ახალი იყო, მაშინ ამ საიტებით სარგებლობას კონკრეტული სეგმენტი არ კადრულობდა, მაგრამ დღევანდელ რეალობაში ჩვენს საიტზე მომხმარებელს ძალიან დიდი არჩევანი აქვს. შესაბამისად, ბოლო კვლევებმა გვაჩვენა, რომ ქალების ყველა სეგმენტი სარგებლობს ჩვენი შეთავაზებებით, რადგან აქ არის საკმაოდ ძვირად ღირებული, მაღალი ხარისხის მომსახურებები ძალიან მისაღებ ფასებში.
hotsale-ზე შეუძლიათ იყიდონ კარგი აქცია, რეალური ფასდაკლებით. ამას ხაზს ვუსვამ იმიტომ, რომ არსებობენ ისეთი კომპანიები, რომლებსაც არარეალური ფასდაკლება ან შიდა ფასდაკლება აქვთ გადმოტანილი საიტზე. ანუ ხდება ხოლმე, რომ მომხმარებელი იხდის მომსახურების თანხას, ამატებს კიდევ კუპონის ღირებულებას და ადგილზე მისულს იგივე ფასდაკლების აქცია ხვდება კუპონის გარეშეც. ეს დაუშვებელია. ამიტომ ჩვენთან ამ ყველაფრის მკაცრი ფილტრაცია ხდება. საკმაოდ გამართული სტრუქტურა გვაქვს ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად, აქციების ფილტრაციისთვის სპეციალური ჯგუფი მუშაობს".
სილამაზე და თავის მოვლა ქალისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ასე რომ, კარგი ტენდენციაა, რომ დღეს მსგავსი მომსახურებები ყველასთვის ხელმისაწვდომია.