გულის დაავადებები ყოველთვის როდი ავლენს თავს საწყის ეტაპზე. ადამიანმა, შესაძლოა, თავი შესანიშნავად იგრძნოს და იყოს აქტიური, მერე კი, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალოს!
სიმსუქნე, თამბაქოს მოწევა, სამსახური, სადაც მთელი დღე ჯდომა გიწევს - გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთავარი მტრები გახლავთ, მაგრამ გულთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, მათაც შეეხოს, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს.
საბედნიეროდ, არსებობს ელემენტარული ტესტი, რომელიც დაგეხმარებათ, გაერკვიოთ, თუ რა მდგომარეობაშია გული!
გულის დაავადების ნიშნები:
დაჯექით იატაკზე და გაჭიმეთ ფეხები წინ. გაიწვდინეთ ხელი წინ და შეეხეთ ფეხის თითებს. თუ ამას იოლად ახერხებთ, იყავით მშვიდად: თქვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემა ზედმეტი დატვირთვის გარეშე, გამართულად მუშაობს!
თუ ეს პროცესი გაგიჭირდათ, შესაძლოა, გულთან დაკავშირებული პრობლემები გაგაჩნდეთ.
ხერხემლის ნაკლებად მოძრავი, მოთენთილი კუნთები ნიშანია იმისა, რომ სასწრაფოდ კარდიოლოგს უნდა ეწვიოთ! კუნთები კოლაგენს იმავე რაოდენობით შეიცავს, როგორც სისხლძარღვები, მათ მიხედვით შესაძლებელია ორგანიზმში სისხლძარღვთა მდგომარეობის შესახებ შევიტყოთ.
იყავით კარგ ფორმაში და იზრუნეთ საკუთარ სხეულზე! სხეულს შეუძლია, მიგითითოთ, თუ როგორ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა. საჭიროა მხოლოდ ყური უგდოთ მას.