ყველას გამოგვიცდია ეს: ჩავეწეროთ სტომატოლოგთან მიღებაზე და დავისახოთ მიზნად "გავძლოთ კიდევ ერთი საღამო". გთავაზობთ რამდენიმე საშუალებას, რომელიც სტომატოლოგთან ვიზატამდე მაინც გაგიყუჩებთ ტკივილს.
მარილი და პილპილი

ამ ორი ინგრედიენტის შენარევს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. მათი დახმარებით ტკივილს სამუდამოდ ვერ მოიშორებთ, მაგრამ შეიმსუბუქებთ დროებით.
შეურიეთ მარილი და პილპილი თანაბარი პროპორციებით, დაუმატეთ რამდენიმე წვეთი წყალი. წაისვით მიღებული მასა დაზიანებულ კბილზე. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ ფრთხილად გამოივლეთ წყალი. ტკივილის გაყუჩების ეფექტი 2 საათს გრძელდება, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა.
ნიორი

ნიორს ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. დაჭერით წვრილად ერთი კბილი ნიორი და წაისვით კბილზე 5-10 წუთით, შემდეგ გამოივლეთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში რამდენჯერმე.
ყინული

ყინულს შეუძლია დასიებისა და ანთების მოხსნა. ასევე, ცოტა ხნით ტკივილის შემსუბუქება. ჩაყარეთ პარკში ყინულის კუბები და მიიდეთ ლოყაზე.
მარილწყალი

მარილიანი წყალი შეიცავს ყველაფერს, რასაც შეუძლია კბილის ტკივილი გაგიყუჩოთ. ოთახის ტემპერატურის წყალში დაამატეთ ½ კოვზი მარილი. გამოივლეთ მარილწყალი პირის ღრუში.
ხახვი

ხახვის უსიამოვნო სუნის კომპენსაცია მისი ეფექტური მოქმედება გახდება. მიიდეთ კბილზე დაჭრილი ხახვის რგოლი, შემდეგ დაღეჭეთ.
მიხაკი

მიხაკსაც გააჩნია ძლიერი ბაქტერიციდული ეფექტი. მიხაკის ფხვნილი და ზეითუნის ზეთი შეურიეთ. უნდა მიიღოთ სქელი პასტა. მიღებული მასა წაისვით კბილზე ბამბის ტამპონის მეშვეობით. გაიმეორეთ პროცედურა დღეში რამდენჯერმე.