ალბათ, გსმენიათ ინდოელ მსახიობზე, პრიანკა ჩოპრაზე. ეს ქალი სილამაზის ეტალონია არა მხოლოდ ბოლივუდში, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. 2000 წელს იგი კონკურს "მის მსოფლიოს" გამარჯვებული გახდა. 16-წლიანი კარიერის პერიოდში პრიანკამ გარეგნობის მოვლის განსაკუთრებული მეთოდები შეიმუშავა.
პრიანკა მიიჩნევს, რომ თმა და სახის კანი განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს. იგ თავის მოვლის საშუალებებში ნატურალურ ინგრედიენტებს იყენებს. გთავაზობთ ინდოელი ლამაზმანის სპეციალურ რეცეპტებს.
თმის მოვლა:
ინგრედიენტები
• 250 მლ წყალი
• 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
• 1 ს.კ. ჟოჟობას ზეთი
გამოყენების წესი
სანამ ზეთს თმაზე წაისვამთ, კარგად დაიბანეთ თავი.
მოამზადეთ წყლის აბაზანა: მომცრო თასში ჩაასხით 250 მლ წყალი და დადგით ნელ ცეცხლზე.
მოურიეთ ზეითუნის ზეთი და ჟოჟობას ზეთი. დადგით წყლის აბაზანაზე.
მიაქციეთ ყურადღება, რომ ზეთი ძალიან არ გაცხელდეს.
დაისველეთ თმა, შემდეგ წაისვით მიღებული მასა.
დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი.
20 წუთის შემდეგ დაიბანეთ თავი.
ჩაიტარეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ და თქვენი თმა ბზინვარებას და სიჯანსაღეს მალევე მიიღებს.
სახის მოვლა:
ინგრედიენტები
• 1 ს.კ. ნატურალური იოგურტი
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი
გამოყენების წესი
შეურიეთ იოგურტი და ლიმონის წვენი.
წაისვით ნიღაბი სახეზე, ერიდეთ თვალის ირგვლივ კანს.
გაიჩერეთ ნიღაბი 15-20 წუთით.
შემდეგ კარგად დაიბანეთ სახე. ამისათვის უმჯობესია გვირილის ნაყენის გამოყენება.
ამ ნიღბის გაკეთება არ არის სასურველი სახლიდან გასვლამდე, რადგანაც მან შესაძლოა კანის სიწითლე გამოიწვიოს. წაისვით ნიღაბი ღამით, ძილის წინ.