დღეს საოცარი სამკურნალო საშუალების რეცეპტს გთავაზობთ. ის კლავს ყველანაირ ვირუსსა და ბაქტერიას. ეს ცეცხლოვანი სიდრია.
ამ სასმლის შემადგენლობაში შედის ყველაზე მძლავრი ინგრედიენტები, რომლებიც ებრძვის გაციებას და ამაღლებს იმუნიტეტს გაზაფხულის ავიტამინოზის დროს.
სიდრს აქვს პათაგონური, გამათბობელი და ანტიმიკრობული თვისებები; ასევე, ის წმენდს ლიმფას.
ინგრედიენტები:
1 ხახვი;
პირშუშხას 1 პატარა ძირი;
10 კბილი ნიორი;
1 ლიმონი;
1 ჩ/კ დაფქული ჯანჯაფილი;
1 ჩ/კ კურკუმა;
1/4 ჩ/კ კაიენური წიწაკა;
150 მლ თხევადი თაფლი;
500 მლ ვაშლის ძმარი;
მომზადება:
1. გაფცქვენით და დააქუცმაცეთ ნიორი. გადადეთ გვერდზე, რათა მასში შემავალი ალინი ალიცინად გადაიქცეს. ეს უკანასკნელი კლავს ვირუსებს.
2. დაჭერით ხახვი წვრილად, პირშუშხას ძირი გახეხეთ... ცოტა მოთმინება გმართებთ!
3. ლიმონისგან გამოწურეთ წვენი, გახეხეთ ცედრა.
4. ხახვი, ნიორი, გახეხილი პირშუშხა, ლიმონის ცედრა, ლიმონის წვენი და ყველა სანელებელი მოათავსეთ ქილაში, დაასხით ვაშლის ძმარი და დააფარეთ ჰერმეტულად. მოათავსეთ მაცივარში 1 თვით.
5. 1 თვეში, გაწურეთ სასმელი, დაუმატეთ სითხეს თაფლი.
6. სიდრის პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით მიღებისას რეკომენდებულია გააზავოთ ის წყალში – 1 ს/კ სიდრი 400 მლ წყალზე.
სასმლის მჟავიანობის გამო ადამიანებს, ვისაც აწუხებთ კუჭ-ნაწლავი, ვურჩევთ, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ მიიღონ ეს სასმელი.