რატომ გვტკივა მუცელი: 7 მიზეზი სასწრაფოდ რეაგირებისთვის! - Marao

რატომ გვტკივა მუცელი: 7 მიზეზი სასწრაფოდ რეაგირებისთვის!

2016-04-14 14:14:51+04:00

დღესდღეობით პაციენტები ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილს უჩივიან. მისი გამომწვევი მიზეზი კუჭთან დაკავშირებული პრობლემები ან უფრო სერიოზული დაავადება შესაძლოა იყოს.

ტკივილის რეალური მიზეზის დასადგენად, კარგად უნდა გაერკვეთ, რა იყო ამის წინაპირობა. ასევე, გამოავლინოთ ლოკალიზაცია, ტკივილის შეგრძნების ტიპი და სიმპტომები.

რატომ გტკივათ მუცელი

ტკივილი მუცლის ზედა არეში

ტკივილი შესაძლოა იყოს ყრუ, მწვავე, თანმდევი სიმპტომი კი - გულისრევის შეგრძნება. სავარაუდოდ, ამის მიზეზი გასტრიტი ან კუჭის წყლულია.

ტკივილი მარჯვენა ნეკნის ქვეშ

თუ ტკივილს სიმძიმე, გულისრევის შეგრძნება ახლავს და გადაეცემა მარჯვენა მხარს, მიზეზი შესაძლოა, ნაღვლის პოლიპები იყოს. თუ ტკივილს თან მადის დაკარგვა ახლავს, შესაძლოა ეს С ჰეპატიტის გამწვავებას უკავშირდებოდეს.

ტკივილი მუცლის ქვედა არეში, მარჯვენა მხარეს

თუ ტკივილები სწორ ნაწლავს გადაეცემა და ძლიერდება სიარულის დროს, ეს შესაძლოა, აპენდიციტის მანიშნებელი იყოს. თანმდევი ფაქტორები: მაღალი სიცხე და გულისრევის შეგრძნება.

ტკივილი მარცხენა ნეკნების ქვეშ

მსგავსი ტკივილი პანკრეატიტზე მიუთითებს. იგი ცხიმიანი და მწარე საკვებისა და სპირტიანი სასმელების მიღების შემდეგ ვლინდება.

ტკივილი შუა მუცელში

ძლიერი ტკივილები, რომელსაც ხშირი შარდვა ერთვის, ვლინდება შარდმდენი პროდუქტების მიღების შემდეგ და ღვიძლის პოლიპებზე მიუთითებს.

ტკივილი ჭიპის თავზე

შესაძლოა ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი იყოს. იგი ხანდახან ვირუსული ინფექციის შედეგად ვლინდება.

ტკივილი მუცლის ქვედა არეში

მსგავსი ტკივილი შესაძლოა შარდსასქესო ორგანოების დაავადების მანიშნებელი იყოს. ხშირად მას თან სდევს მაღალი სიცხე და სასქესო ორგანოებიდან გამონადენი.

ეს სტატია მხოლოდ და მხოლოდ გაფრთხილებაა იმის თაობაზე, თუ რა მიზეზი იმალება მუცლის ამა თუ იმ ტკივილის უკან. საბოლოო დასკვნის გამოტანამდე, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან!